ამონარიდები ჩარლზ ბუკოვსკის რომანიდან – „ქალები”
„თავიდან ყველანი უცნობები ვართ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყველა ქალი თავისებურია. ზოგადად, ყველანი საუკეთესოსა და უარესის კობინაციისგან შედგებით. ზღაპრულისა და კოშმარის ნაზავი ხართ”.
* * *
„ძალიან რთულია, როცა მთელი ცხოვრება მუშაობ და ისე კვდები, რომ დასვენებას ვერ ასწრებ”.
* * *
„ – სიმამაცე ყველა თავის გამოვლინებაში მიყვარს; ცხოველების, ფრინველების, ქვეწარმავლებისა თუ ადამიანების.
- რატომ?
- რატომ? იმიტომ რომ ყველა ცოცხალ არსებას ამშვენებს. თუნდაც ხიფათის წინაშე გადარჩენის ერთი შანსიც არ ჰქონდეს”.
* * *
„მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილზე ბევრი რამ ვიცით და მასზე თითქმის ყოველ დღე ვფიქრობთ, თუ მოულოდნელად გარდაცვლილი ადამიანი კეთილი და გამორჩეული პიროვნებაა, ეს მოვლენა ძალიან მძიმედ გადაგვაქვს და ვერანაირ ნუგეშს ვერ ვპოულობთ იმაში, რომ მის გარდა კიდევ უამრავი ადამიანი მიდის ცხოვრებიდან; კარგებიც, ცუდებიც და უცნობებიც”.
* * *
„სმაში ცუდი სწორედ ისაა, რომ როცა რამე ცუდი ხდება, დავიწყებას ცდილობ და თვრები; თუ რამე კარგი გემართება, გიხარია და აღნიშნავ; მაგრამ თუ არაფერი ხდება, იმის იმედით სვამ, რომ რაღაც მოახდინო”.
* * *
„მარტო ყოფნა არასდროს არ მიმაჩნდა სწორ არჩევნად; ზოგჯერ მომწონდა, მაგრამ, სწორად არასოდეს მიმაჩნდა”.
* * *
„თითოეულის ცხოვრება არც ისე განსხვავდება სხვისი ცხოვრებისაგან – როგორც არ უნდა გვეგონოს, რომ განსხვავებულია”.
* * *
„გამოჩენილი ხალხი, ყველაზე მარტოხელა ხალხია დედამიწაზე”.
* * *
„ – რაც უფრო ნაკლებად ვხედავ ხალხს, მით უფრო მომწონს”. – (ავტორი გენია.ჯი)