ამონარიდები დევიდ უეისის რომანიდან – „შიშველი მოველ ამქვეყნად…”
„ამ ქვეყანაზე ზოგს ყველაფერი აქვს, ზოგს არაფერი. ეს არის ძველთაძველი, წმინდა ჭეშმარიტება ამ ქვეყნისა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ძნელია, თავი მოაჩვენო ხალხს, არ მიმძიმსო, როცა საყვარელი ადამიანი მიგატოვებს ან სანატრელს ვერ მიაღწევ”.
* * *
„უფულობა ყველა სტუდენტისა და მხატვრის საერთო უბედურებაა, იმდენად ჩვეულებრივი, რომ არაფრად აღარ აგდებენ”.
* * *
„მაინცადამაინც არა მჯერა, რომ შეიძლება ვინმეს რაიმე ასწავლო”.
* * *
„ – ის ქანდაკება რა ქანდაკებაა, თუ არ მოგინდა ხელი შეახო. მით უმეტეს, როცა შიშველი ქალის ქანდაკებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ვისაც უნდა, რომ შემოქმედი იყოს, ყველა გიჟია”.
* * *
„შიშველი ქალის სილამაზე ღვთაებრივია”.
* * *
„ასეა, ზრდი, ზრდი შვილებს და ბოლოს მაინც მიგატოვებენ”.
* * *
„ – ოჯახური ცხოვრება ისეთია, წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ”.
* * *
„სიყვარული არასოდეს არ არის თანაბარი”. – (ავტორი გენია.ჯი)