ამონარიდები თეოდორ დრაიზერის რომანიდან – „დაიკო კერი”

„გაგიგონიათ ოდესმე რაიმე ციმბირის მგლებზე? როდესაც მათ ჯოგში ერთი რომელიმე დავარდება, დანარჩენები მივარდებიან, გაგლეჯენ და ჭამენ. ეს შედარება არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საზოგადოებაში არის რაღაც მგლური თვისება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ფულის ნამდვილი მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ არის ახსნილი და გაგებული. როდესაც თითოეული ადამიანი დარწმუნდება იმაში, რომ კაცს უნდა მიეცეს მორალური დამსახურებისა და პატიოსანი შრომის დახარჯვის მიხედვით და რომ ფული არ არის დამატებით მიღებული პრივილეგია, – მაშინ მრავალი ჩვენი საზოგადოებრივი, რელიგიური და პოლიტიკური უწესრიგობა აუცილებლად ისტორიას ჩაბარდება”.

* * *

„უგონო ადამიანები არც ისე უმწეონი არიან. ბუნებამ მხეცებს ასწავლა გაქცევა, როცა მათ საფრთხე ემუქრებათ. ბუნებამ პატარა, სულელ ციყვს თავში ჩაუდო გაურკვეველი შიში საწამლავისადმი. ღმერთი იფარავს ყველა თავის შექმნილს”.

* * *

„ეჰ, ფულები, ფულები, ფულები! რა კარგია, როცა ბლომადა გაქვს! რა ადვილად გაჰფანტავდა ყოველივე მწუხარებას ბევრი ფული!”

* * *

„კაცმა ყოველთვის სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არაფერია იმ თვისებაზე უფრო დახვეწილი და ნაზი, რომელიც ადამიანს აკვნიდანვე აქვს შესისხლხორცებული. აკვნიდან გამომუშავებული ზნეობა და სიმტკიცე ყოვლისშემძლეა”.

* * *

„უცნაური რამ არის ჩვევა. მხოლოდ მას შეუძლია საწოლიდან წამოაგდოს არამორწმუნე ადამიანი ლოცვის სათქმელად, ლოცვანისა, რომელიც მას არა სწამს, მაგრამ შეჩვეულია მის თქმას. ჩვევების მსხვერპლი, როცა არ გააკეთებს იმას, რასაც შეჩვეულია, რაღაც უხერხულობას, სინდისი ქენჯნას გრძნობს, თითქოს კალაპოტიდან არის ამოვარდნილი და რაღაც იდუმალი ხმა ჩასძახის, გამოასწოროს ეს შეცდომა; თუ ჩვევის გადახვევამ უკიდურეს საზღვარს მიაღწია, მაშინ ჩვევა თავის დაუძლეველ ძალას გამოიჩენს და აიძულებს უგუნურ მსხვერპლს გააკეთოს ის, რაც უნდა გაეკეთებინა. „მადლობა ღმერთს” – იტყვის ისიც, – „მე შევასრულე ჩემი მოვალეობა”, სინამდვილეში კი უბრალოდ გააკეთა ის, რაც ბევრჯერ გაუკეთებია”.

* * *

„ყველაფერი მაინც თავის განკუთვნილ გზაზე ივლის”.

* * *

„ეჭვიანობა, რომელიც სიყვარულთან ერთად იბადება, არა კვდება ხოლმე მასთან ერთად”.

* * *

„კაცმა რომ თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობა შეინარჩუნოს, უნდა ჰქონდეს ღირსეული მანერები, წუნდაუდებელი რეპუტაცია და სანიმუშო ოჯახი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>