ამონარიდები ბოლესლავ პრუსის რომანიდან – „თოჯინა”
„ქალის კეკლუცობა იგივეა, რაც ყვავილისათვის ფერი და სურნელება. ასეთია მისი ბუნება, – უნდა რომ ყველას მოსწონდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სიკვდილის მიმართ გულგრილობა, – მიუგო ექიმმა, – გონების სიმწიფის ნიშანია, მარადიული სიცოცხლისადმი სწრაფვა კი მოახლოებული სიბერის მომასწავებელია”.
* * *
„ – მცოდნენი ამბობენ, ყველაზე სახიფათო პირველი სიყვარულიაო”.
* * *
„აი, ქვეყანა მინიატურაში, სადაც ყველაფერი ერის გადაგვარებისა და განადგურებისაკენ მიისწრაფვის. ერთნი სიღარიბისაგან იღუპებიან, მეორენი გარყვნილებისაგან, ვინც შრომობს, ლუკმას პირიდან იცლის, რათა მუქთახორები გამოაძღოს, კაცთმოყვარეობა თავხედ უქნარებს ამრავლებს, ღარიბები კი, რომელთაც საოჯახო ნივთის შეძენის საშუალებაც არა აქვთ, მუდამ მშიერ ბავშვებს ამრავლებენ, მათი ერთადერთი ღირსება ნაადრევი სიკვდილია.
აქ ცალკეული პიროვნების თაოსნობა ვერ უშველის, აქ ყველას პირი შეუკრავს, რათა თაოსანს ხელ-ფეხი შეუბორკონ და ფუჭსა და უაზრო ბრძოლაში დააუძლურონ”.
* * *
„საგულისხმო ამბავია, – გაიფიქრა მან. – ყოველ ჩიტს იქ, მაღლა და ყოველ ადამიანს მიწაზე წარმოუდგენია, რომ სწორედ იქით მიემართება, სადაც თვითონ უნდა, მხოლოდ სხვა თუ შეამჩნევს, რომ ყველა ამათ წინ ერეკება მათს სურვილსა და ვარაუდზე უფრო ძლიერი, რომელიღაც საბედისწერო ქროლვა. იქნებ სწორედ ის, რომელსაც ორთქმავლის მილიდან ღამით ამოფრქვეული ნაპერწკლის კონა მოაქვს? წამით გამოკრთებიან, რათა სამუდამოდ ჩაქრნენ, და ამას ცხოვრება ჰქვია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვაჭრობა მოსალოდნელ სარფს კი არა, ნაღდი კაპიტალის მუდმივ ბრუნვას ემყარება”.
* * *
„არის ისეთი რამ, რომლის დავიწყება შეუძლებელია”.
* * *
„ – ვისაც ძალა ხელთა აქვს, იმას ქვეყანა ფეხქვეშ გაეგება…”
* * *
„ყველაზე საშინელი ის მარტოობა კი არ არის, რომლითაც გარემოცულია ადამიანი, არამედ – შინაგანი სიცარიელე, როდესაც სამშობლოდან არც ერთი თბილი მზერა, არც ერთი ალერსიანი სიტყვა, იმედის ნატამალიც კი არ გაგყოლია…”
* * *
„ძლიერთა შორის განხეთქილების ხარკს მუდამ უძლურნი იხდიან”. – (ავტორი გენია.ჯი)