ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – როგორი მორწმუნე ხართ, ამას ღმერთი განსჯის და არა ადამიანი”. – დევიდ უეისი (შიშველი მოველ ამქვეყნად) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგიერთმა იმისთანა მწარე ლაპარაკი იცის, რომ თქვას, ორჯერ ორი ოთხიაო, სურვილზე მოხვალ დაუყვირო, ოთხი კი არა, ხუთიაო!” – ალექსანდრე კალანდაძე (მწვანე შტო)
* * *
„ისეთ ადამიანს სად ნახავ, რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ გამარჯვება რჩებოდეს…” – ბოლესლავ პრუსი (თოჯინა)
* * *
„ადამიანი, რომელიც ჩემს გარშემო ტრიალებს, ან იარაღი უნდა იყოს, ანდა საშუალება. საშუალო და გამოუსადეგარი ადამიანები ზედმეტი ბარგია, არა ღირს მათთვის დროის დაკარგვა”. – იორამ ჩადუნელი (საშობაო მეჯლისი)
* * *
„მადლიერების გრძნობა ძალიან მძიმე ტვირთია”. – დევიდ უეისი (შიშველი მოველ ამქვეყნად) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარული ორ ადამიანს – ქალსა და მამაკაცს ერთმანეთთან აკავშირებს, ეს კავშირი ქმნის აწმყოს და წარმოშობს მომავალს”. – ნოდარ წულეისკირი (დავით აღმაშენებლის ქვა)
* * *
„უმაღლესი ზნეობა მამაკაცისა, თავდაჭერილობაა”. – ბოლესლავ პრუსი (თოჯინა)
* * *
„ – სამართლიანობის შეგნება არ კმარა! ადამიანს სამართლიანობის მოთხოვნილება და გრძნობაც უნდა ჰქონდეს!” – ალექსანდრე კალანდაძე (მწვანე შტო)
* * *
„სიყვარულიც უცნაური რამეა. არავის არ უყვარხარ უმიზეზოდ, მხოლოდ შენი საკუთარი არსებობის გამო. თუ ვინმეს უყვარხარ – უყვარხარ მხოლოდ იმიტომ, რომ შენგან რაიმე სიამოვნებას ან სარგებელს მოელის”. – გურამ გეგეშიძე (დევნილი)
* * *
„ – ვის რა ეკითხება, ჩვენ რას ვაკეთებთ? ან ვის ენაღვლება, რას ვაკეთებთ?” – დევიდ უეისი (შიშველი მოველ ამქვეყნად) – (ავტორი გენია.ჯი)