ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„დავიწყება და არარსებობა ერთი და იგივე არ არის. დავიწყებული ოდესმე მაინც შეგახსენებს თავს, ხოლო არარსებული, თუკი დაგჭირდა, უსათუოდ უნდა შეთხზა”. – არჩილ სულაკაური (ხიდი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – რა შემცდარია ის, ვინც ამბობს, მსგავსი მსგავსსა შობსო. შეხედე ამ ბუნებას, რამდენადაც ის გულის წარმტაცია, უმანკო, იმდენად მისი ნაშობი აღვსილია ყოველის სისაძაგლით. რა უსამართლობა არა ხდება ჯერ ამ პატარა სოფელში. სხვაგან ხომ ეჭვი არ არის, ერთი ორად მეტი იქნება!” – ანასტასია ერისთავი-ხოშტარია (მოლიპულ გზაზე)
* * *
„თუ კაცი მონა არ არის, სიკვდილამდე ბედს არ უნდა დანებდეს”. – არჩილ სულაკაური (ღამე ყაბახზე)
* * *
„შიმშილი ყველაფერზე უარესია”. – დევიდ უეისი (შიშველი მოველ ამქვეყნად)
* * *
„უგუნებობა ტყვიაზე ნაკლებ არ უღებს ბოლოს ადამიანს”. – ბოლესლავ პრუსი (თოჯინა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგს ღუპავს პირველი ფული, პირველი ქება, პირველი თავდასხმა, პირველი შიში”. – ერნესტ ჰემინგუეი (აფრიკის მწვანე ქედები)
* * *
„მუშტი მაშინ არის მომაკვდინებელი, როცა მჭიდროდაა შეკრული!” – ივანე ურჯუმელაშვილი (მოსკოვი ქვეყნად ერთია)
* * *
„დამცირებული, დაკნინებული, ყველასგან თითით საჩვენებელი, რად მინდა ასეთი ყოფა…” – იორამ ჩადუნელი (საზღაური)
* * *
„ცუდი ქალი – ასეთი რამ არ არსებობს, რადგანაც ქალის სინაზე და დაბნეულობა ჩვენი სიცოცხლის წყაროა”. – ჯონ ბრეინი (გზა მაღალი საზოგადოებისაკენ)
* * *
„სულაც არაა სავალდებულო ადამიანების სიყვარული, მაგრამ არ შეიძლება, რომ მათდამი მთლად გულგრილობას იჩენდე”. – ჯონ ბრეინი (გზა მაღალი საზოგადოებისაკენ) – (ავტორი გენია.ჯი)