ამონარიდები ერკმან-შატრიანის რომანიდან – „გლეხკაცის ისტორია”
„დედის სიყვარულისთანა მშიშარი არა იქნება რა! სუყველა იმას აშინებს, სუყველა იმას ერჩის და მოსვენებას უფრთხობს. ან სად იცის დედამ მოსვენება? დღე და ღამე ერთია მისთვის. კურდღლის ძილითა სძინავს დალოცვილს; ერთი კი გაიჩუჩუნოს ბავშვმა, და მაშინვე წამოვარდება, თითქო არც კი იცის, დაღლა რასა ჰქვიაო, და ხან უმღერის, ხან უცინის, ათამაშებს, ატარებს, არწევს ვიდრე კვლავ არ დააძინებს პატარას. თითი რომ წამოსტკივდეს ბავშვს, დედას მოსვენება ეკარგება; დღე და ღამ თავით უზის და უვლის, არც დაიღლება, არც მოსწყინდება. თვე-თვეს მოსდევს, წელიწადი წელიწადს, ყველა იღლება, ყველა იცვლება და დედა კი ისევ ისე უღლელად ენაცვლება თავის შვილს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ხალხზედ რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ომი თავის დღეში არ ატყდებოდა”.
* * *
„ – ძლიერი მარტო დიდსულოვანი კაცია”.
* * *
„ტყუილი უთქვამს, ვისაც დედაკაცის გულჩვილობა უთქვამს”.
* * *
„ვისაც ამაღლება უნდა, ძლიერთა წინაშე ქედის მოდრეკაც უნდა იცოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დედაკაცი თავმოყვარეა და ასე ჰგონია, ჩემს მეტი არავინ არ უნდა უყვარდეს მამაკაცსო”.
* * *
„კაცმა თავისი შეცდომა თვითონვე უნდა შეიგნოს, თორემ თუ კი უსაყვედურებ, უფრო გააბრაზებ”.
* * *
„ბურთი და მოედანი ფულს დარჩენია!”
* * *
„მე ყოველთვის იმ აზრისა გახლდით, რომ ყოველ ჩვენგანს მარტო საკუთარი თავისი საქციელი უნდა ეძრახოდეს და არა ნათესავებისა, თორემ რამდენი ოჯახია, რომ ზოგი კარგი შვილი ჰყავს, ზოგი ავი, ზოგი ჭკვიანი, ზოგი რეგვენი”.
* * *
„საქმე დასასრულია!” – (ავტორი გენია.ჯი)