ამონარიდები იორამ ჩადუნელის რომანიდან – „საზღაური”
„ასე მგონია, რომ ყველა ადამიანს ერთნაირი სენი სჭირს – ბედნიერად უნდა ცხოვრება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბუნების მიერ გამოძერწილ ადამიანს ადამიანებივე უმახინჯებენ ლაღსა და წყაროსწყალივით ანკარა სულს”.
* * *
„ – ეჭვი მტკიცება როდია”.
* * *
„კაცს ერთი სული აქვს და იმის ამოცლასაც რომ დაგიპირებენ, არა მგონია, საზრიან ჭკუა-გონებაზე დადგე”.
* * *
„უსასრულო შესაძლებლობა არ არსებობს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უსამართლობის ცქერა ყველაზე ძნელი ასატანი ყოფილა”.
* * *
„როცა ადამიანები გენდობიან, უნდა გაუმართლო”.
* * *
„შური ხშირად კეთილზე მაღლა დგას”.
* * *
„უკანონობა – ადამიანის უბედურების სათავეა…”
* * *
„შემთხვევითობისაგან არავინ არ არის დაზღვეული!” – (ავტორი გენია.ჯი)