ამონარიდები გურამ გეგეშიძის რომანიდან – „ცოდვილი”
„ღმერთი უხილავია, მაგრამ ყველაფერში იგრძნობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გარკვეულ დროს ყველა ხვდება, როგორ უნდა ეცხოვრა, ან როგორ უნდა იცხოვროს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ხდება მაშინ, როცა უკვე შეუძლებელია იმის განხორციელება, რაც გინდა”.
* * *
„რამდენადაც დიდი მსგავსებაა ადამიანებს შორის, იმდენადვე დიდია განსხვავება, და, როცა ერთს ერთი გარკვეული რაღაც სურს, მეორეს სულ სხვა სურვილები აწუხებს”.
* * *
„რაც მოსახდენია, ის, ასე თუ ისე, მაინც თავისთავად ხდება”.
* * *
„ზოგიერთს ღირსება მოდის მიხედვით შეკერილი ტანსაცმელი ჰგონია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საჭიროა ყველასთან ერთნაირი იყო, ისეთი, როგორიც ხარ სინამდვილეში”.
* * *
„ყოველგვარ ხალხში ათქვეფას კეთილშობილური სიმარტოვე სჯობია”.
* * *
„ნიჭი, ისევე როგორც სილამაზე, ზემოდან ეძლევა კაცს, ეს ღვთის მიერ მონიჭებული მადლია, რადგან თითქმის ყველაფრის გამომუშავება შეუძლია ადამიანს, გარდა ნიჭისა”.
* * *
„იმაზე მეტი რა გინდა, შე კაი კაცო, რომ სიკეთე, კეთილი, პატიოსანი საქციელი გულუბრყვილობად, სისულელედ ითვლება”.
* * *
„ადამიანის სიკარგისა და სიცუდის განმსაზღვრელი ის სიყვარულია, რომელსაც ისინი იწვევენ სხვაში”. – (ავტორი გენია.ჯი)