ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – მაცდურია დედაკაცი, მაცდური. ამისმა შვილმა ქვეყანა ამოაგდო და მე იმის სახლში პურსა ვჭამ.
- დედაკაცი კი არა, ღვინოა მაცდური, მამაო, – სავსე ჯამი ჩამოართვა მონადირემ, – დედაკაცს მადლობის მეტი არა ეთქმის რა.
- ნურც დედაკაცსა ჰკიდებთ ცოდვასა და ნურც ღვინოს, ღმერთია მაცდური. ხანდახან ისეთ ცოდვას ჩაგაგონებს, საფერავის მადლმა, მემრე მთელ სიცოცხლეს გყოფნის სანანებლად. ადამიანი ღმერთმა გააჩინა, არა ღვდელო, ჰოდა, ცოდო-მადლიც იმან დაანათლა ზედა. ცხოვრება ვენახია და დედაკაცი ამ ვენახის ღვინო”. – ლადო მრელაშვილი (ყაბახი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ დიდების ღირსი ხარ, მაინც ვერ დაემალები”. – დევიდ უეისი (შიშველი მოველ ამქვეყნად…)
* * *
„ – შიმშილი რას არ ჩაადენინებს ადამიანს. კაცსაც მოაკვლევინებს და კაცისთვის დიდ სიკეთესაც გააღებინებს”. – თენგიზ გოგოლაძე (კაცი კაცითა)
* * *
„ზოგიერთი სიზმარი უფრო მეტად აღელვებს სულს, ვიდრე რომელიმე თავსგადახდენილი, ოდესღაც ნამდვილი ამბავი. ამიტომ სიზმარიც სულის ცხოვრებაა, შეიძლება მხოლოდ ასტრალური, მაგრამ მაინც ჩვენს არსში მოქცეული”. – გურამ გეგეშიძე (დევნილი)
* * *
„ფართო აზროვნება დიდებული საქმეა”. – ჰემინგუეი (ჰარი მორგანი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გაფაციცებით ვეძიებთ სრულყოფილებას, რომელსაც ვერასოდეს მივაღწევთ”. – დევიდ უეისი (შიშველი მოველ ამქვეყნად…)
* * *
„ – სხვისი ღობის მტვრევა, აბა, რა საკადრისია!” – თენგიზ გოგოლაძე (კაცი კაცითა)
* * *
„ერისთვის ძვირფასი და დიდი ადამიანის სიკვდილი დიდ ვნებებსა და მწუხარებას აუფორიაქებს ხალხს, ზოგს სულს დაუწრეტს, ავ ფიქრებს წამოუშლის და გაუღვიძებს, ზოგს კი ჯანს ჩაუდგამს, ხალხის ძალღონეში დააჯერებს, ადამიანების გოლიათურ აზროვნებას გაახსენებს, დიდი მომავლის ტკბილსა და იმედიან შუქს დაანახვებს”. – მამია ასათიანი (ულექსო დღე)
* * *
„ყველაფერმა შეჩვევა იცის”. – თენგიზ გოგოლაძე (კაცი კაცითა)
* * *
„კაცი რომ გამდიდრდება, მერე ალბათ ყველაფერი ერთნაირია მისთვის”. – ჰემინგუეი (ჰარი მორგანი) – (ავტორი გენია.ჯი)