ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„ჩვეულებრივი ამბავია. ყველას მაღლა უნდა ჯდომა ორბივით”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„შენ კაი საქმის გაკეთება თქვი, თორემ ავის ქნა ყველას შეუძლია”.
* * *
„თანასწორნი ვართ, საიდანა ვართ თანასწორნი? თანასწორები ზევით, – სასაფლაოზე არიან. თუმცა იქაც ზოგს ახატულ-ჩახატული ქვა და მარმარილო ადევს და ზოგზე კი უბრალო ლოდიც არ აგდია”.
* * *
„ – ტკივილზე მხოლოდ მიცვალებულნი და შეშლილნი არ რეაგირებენ”.
* * *
„ – ნუთუ თქვენთვის ცნობილი არ არის, რომ ამოსარჩევი ამომრჩეველს მხოლოდ მანამდე ელოლიავება, სანამდე აირჩევს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – როდესაც ბედი კაცს შორეულ მხარეში გადასტყორცნის, მაშინ მშობელ ქვეყანაში დარჩენილი სახეები და საგნები უფრო ნათელ გამოსახულებას ღებულობს, რათა მეხსიერებაში უკეთ აღიბეჭდოს”.
* * *
„ – დიახ, კაცი მხოლოდ მაშინ იქცევა თავისი სურვილის წინააღმდეგ, როცა აიძულებენ”.
* * *
„ცოცხალი კაცისას რას გაიგებ. შუბლზე არ აწერია და გული ხალათის შიგნითა აქვს”.
* * *
„აი, შვილო, რას გეტყვი: ეს სოფელი დუმაა, იგრე უნდა მოთალო, რომ სარგებელი გქონდეს და შეტყობით არა შეეტყოს რა”.
* * *
„საქმემ დაცდა არ იცის”. – (ავტორი გენია.ჯი)