ამონარიდები ორდე დგებუაძის რომანიდან – „ჩაძირული თოლია”

„ცოდვით სავსე სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია თურმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რა შესაბრალისია კაცი, რომელიც კაცის სიცოცხლეს ისე ეთამაშება, როგორც კატა წრუწუნას. ალბათ ასეთი კაცი ისე ეჩვევა სიკვდილს, რომ საკუთარი სიცოცხლეც ადვილად შეუძლია დათმოს”.

* * *

„დაპატიჟებულია თუ დაუპატიჟებელი, კეთილი ადამიანის სტუმრობა გასახარია, ბატონებო…”

* * *

„გულგაბზარულს ჯერ ადამიანური სითბო უნდა აგრძნობინო, მწუხარება გაუქარწყლო და მერე, როცა დრო მოვა, უყოყმანოდ შეიძლება ითქვას სათქმელი”.

* * *

„გაჭირვება რას არ შეაძლებინებს კაცს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შუბლზე რაც გაწერია, ის დღე ვიდრე არ მოვა, თურქული დაშნაც გადნება გულში და შარბათად გადაიქცევა”.

* * *

„კაცს სიყვარულიც უნდა შეგეძლოს და სიძულვილიც”.

* * *

„თვალტანადობა კარგია, მაგრამ გაცილებით უკეთესია, როცა თვალის ეს სიამე ფაქიზ სულსა და თბილ გულს თან ახლავს”.

* * *

„კარგია, შენთვის მშვიდად, პატიოსნად თუ გაცხოვრეს ამ ქვეყნად”.

* * *

„ცოცხალ კაცს ყველაფერი ეშველება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება