ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობიდან – „სად ისა და სად მე?!”
„ადამიანები რომ ისეთივე სპეტაკნი რჩებოდნენ, როგორნიც ბავშვობის მიჯნაზე არიან, ცხოვრება ბრძოლა კი არა, სიკეთის თესვა და სიყვარულის მკა იქნებოდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ქალი, ჩემო დათო, ის ყვავილია, რომელიც მხოლოდ კარგი მებაღის ხელში იფურჩქნება. ყვავილს თუ კარგად არ მოუვლი, ან არ ამოვა, ან, თუ ამოვა, არ აყვავილდება, თუ მაინც აყვავილდა, სურნელება არ ექნება, ანდა სუსტი, უსუსური, შეუმჩნეველი, დროზე ადრე დაჭკნება, გახმება და უდროოდ დაიღუპება…”
* * *
„თავდაჯერება ის ავადმყოფობაა, რომელიც მომავლისკენ ლტოლვას ადუნებს, მოდუნება კი ადამიანის ავადობის პირველი ნიშანია ხან აშკარა, ხან კი შეფარული…”
* * *
„უსინდისო გამარჯვებას ალალი დამარცხება გერჩიოს ყოველთვის”.
* * *
„დინჯად მოსული სიყვარული უფრო მყარია, ვიდრე ნიაღვრად მოვარდნილი: ნიაღვარი ისევე მალე დაიშრიტება, როგორადაც მოვარდება ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თავქარიანმა ქალიშვილებმა იციან სიყვარული ერთი შეხედვით, დინჯები კი მამაკაცში ეძებენ იმას, რაც მათ უმთავრეს იდეალად დაუსახავთ”.
* * *
„გამარჯვებით გაყოყოჩებულზე უფრო შემზარავია დამარცხებით დაფიქრებული მეტოქე”.
* * *
„მართლაც წარმტაცია ეს კურთხეული ქვეყანა. ვერ იტყვით, რომელი ადგილი რომელსა სჯობია, ყველას თავისი სიდიადე აქვს, ჯადოსნური სიყვარულით რომ აუვსებს ხოლმე გულს ყველა ერის ძესა თუ ასულს”.
* * *
„ვის რა მოსწონს – გემოვნებისა და მოთხოვნილების საქმეა”.
* * *
„მაინც რა არის მაყურებელი! სულაც არ ენაღვლება დამარცხებული, მისი განცდა, მისი ფიქრი, მისი სირცხვილი თუ მწარე ტკივილი! უსტვენს, ტაშს უკრავს, უხარია – რა უხარია?! რაც უფრო დაუნდობლად დაამარცხებს ერთი მეორეს, რაც უფრო მწარედ მოთეთქვავს, დაალილავებს, ძირს დასცემს, გააბრტყელებს მეტოქე მეტოქეს, მით უფრო გულით ხარობს მესამე კაცი – ადამიანი…” – (ავტორი გენია.ჯი)