ამონარიდები თენგიზ გოგოლაძის რომანიდან – „კაცი კაცითა”

„სიკვდილისა ყველას ეშინია, იმიტომა რომა, იცი „არაფერი” რაც არის, მაგრამ, როცა მოკვდები, იქ, ის „არაფერიც” არ იქნება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„უცოდინარი ადამიანის ტვინი და გონება ბნელ ცასა ჰგავს”.

* * *

„მიწა ყველას დედაა და მის შვილებსაც ყველას ერთნაირად უნდა ერგოს ლუკმაპური”.

* * *

„კაცი კაცისთვის მგელი გახდა”.

* * *

„დღეს თხოვნა, ხვალ შეიძლება ბრძანებად იქცეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ – ცოცხალ კაცს რა მოასვენებს!”

* **

„დროს დიდი და უსასრულო გზა აქვს სავალი, კაცს – მცირედი. კაცს ბევრი საზრუნავი აქვს, ეშურება, ყველაფერი მოასწროს”.

* * *

„ეს ქვეყანა თვალხილულს ბევრ რასმეს ანატრებს”.

* * *

„იმედი კარგი რამ არის. იმედი რომ არ იყოს, იმ გატენილ თოფს ძველ წელს კი არა, ჩემს თავს ვესროდი”.

* * *

„დამნაშავე რომ ხარ, უნდა გაჩუმდე!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება