ამონარიდები ონორე დე ბალზაკის რომანიდან – „გამქრალი ოცნებანი”

„გსურდეს ყველაფერი ნიშნავს ყველასი გემართოს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი გინდ კეთროვანი იყოს და გინდაც კატორღელი, სნეული და სინდისგარეცხილი, მის უპირველეს მოთხოვნილებას მაინც თავისი ბედისწერის თანაზიარის პოვნა წარმოადგენს”.

* * *

„ყველაფრის მიმართ გაბედულება უნდა გამოიჩინო, თუ გსურს ყველაფერი გქონდეს”.

* * *

„გულგრილობა პოლარულ ყინულსა ჰგავს, ყოველივეს შთანთქავს”.

* * *

„ისიცა ხდება, რომ სუსტნი, ერთი შეხედვით, მძლავრად გვეჩვენებიან, მაგრამ მათ გამძლეობას დიდი დღე არ უწერია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანი წარმატებას მხოლოდ აუცილებლობის რკინის ხელის დაწოლით აღწევს”.

* * *

„ციხე უდიდესად უწყობს ხელს საკუთარი სინდისის გამოცდას”.

* * *

„ორ ადამიანს ერთმანეთი შეიძლება უყვარდეს, მაგრამ განსხვავებული მისწრაფებანი და მოსაზრებები ჰქონდეს”.

* * *

„ცუდი გარიგება სჯობია სასამართლოს კეთილად ჩატარებულ პროცესს…”

* * *

„ჭეშმარიტი სიყვარული ბავშვობასა ჰგავს: იგივე დაუფიქრებლობა, გაუფრთხილებლობა, სიცილი და ტირილი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება