ამონარიდები გივი კარბელაშვილის მოთხრობებიდან…
„უფროსი რომ კარგი იყოს, ღმერთსაც ეყოლებოდაო – უთქვამს ხალხს…” – (მოკლე ბიჭი, გრძელი ცხვირი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანმა თავის შესახებ ყოველი ნათქვამი აუგი რომ იცოდეს, სიცოცხლე გაუნახევრდებოდა”. – (სამაგიერო)
* * *
„თანამდებობა ასულელებს კაცს!” – (აქა ამბავი გურიმონდას ტურისტობისა)
* * *
„ახალგაზრდობაში რომ ფეხი წაგიცდება, ადვილად გაიმართები წელში – ჯანიც გერჩის და დროც სამყოფია, ხანშიშესულისათვის წაბორძიკება კი ძნელია – აღარც მუხლი გერჩის და აღარც ჯანი გყოფნის, დრო ხომ მაჯლაჯუნასავით გაწვება კისერზე”. – (მამა-შვილი)
* * *
„კრიტიკას ფასი მაშინ აქვს, როცა უარყოფითის გამოვლინებით ადამიანის მიერ ადამიანის ღირსება კი არ ილახება, როცა ამ კრიტიკაში სიხარული კი არ ყვირის, არამედ სინანულია უპირველესი ნიშანი…” – (სამაგიერო) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა საუკუნეს საკუთარი ახირება აქვს”. – (ვაზი და წყალი)
* * *
„არ არის კაცი, ვისაც მის შესახებ ნათქვამი არ აინტერესებდეს”. – (სამაგიერო)
* * *
„მამის ერთი რჩევა არ დაივიწყო – უსაქმოდ ადამიანმა უნდა განისვენოს ძილში, ჭამაში და… მიწაში”. – (მამა-შვილი)
* * *
„სიმართლე, როცა ის შენს ნაკლს ეხება, ყოველთვის მტკივნეულია”. – (სამაგიერო)
* * *
„თავაზიანი და ზრდილობიანი დამოკიდებულება მეგობრობის დაკარგვას როდი ნიშნავს, პირიქით, ამნაირ შემთხვევაში იგი უფრო ამტკიცებს ამ გრძნობას”. – (სამაგიერო) – (ავტორი გენია.ჯი)