ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„ლომს თუ დასჭირდა, ღრიალზე მეტად ქუხილი ემარჯვება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღმერთმა დასწყევლოს ქალის გაჩენა!
ევა რომ არა ყოფილიყო, ადამს კეტით ვერ მოაცვლევინებდით ფეხს სამოთხიდან.
ქალმა აღგავა პირისაგან მიწისა დიდებული ტროა და ქალმავე შემუსრა პირველი მახვილი მეორე ტრიუმვირატისა და მესამე დედაბოძი უძლეველი რომის იმპერიისა.
აი, დასწყევლოს ღმერთმა, ქალის გაჩენა!”
* * *
„ეს სოფელი დუმაა, იგრე უნდა მოთალო, რომ სარგებელი გქონდეს და შეტყობით არა შეეტყოს რა”.
* * *
„ – არავინ არი უცოდველი, შვილო ჩემო, პირსა ამა ქვეყნისასა. მეფე მეფურად სცოდავს, მოხელე – მოხელურად და გლეხი – გლეხურად”.
* * *
„მხოლოდ მაშინ გაიგებ, თუ ოდესმე დაჰკარგავ იმას, რომლის დაკარგვითაც ყველაფერს ჰკარგავ, როცა სიცოცხლეს აღარ აქვს ფასი და აღარც რამე გაკავშირებს ამქვეყანასთან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – აი, შვილო, რას გეტყვი: დაუჯერებელ კაცს მცირე საგზალი აქვს”.
* * *
„ – ხელი, საერთოდ ბევრს ექავება, მაგრამ ვისაც ხელი ექავება, იმან თავი უნდა შეიცოდოს, – ხელის დანაშაული ხშირად თავს გადახდება ხოლმე”.
* * *
„ქალებს თვალში აქვთ ჭკუა და არა თავში. ერთბაშად აბრმავებთ ვაჟის თვალტანადობა და იმას იქით არც რამეს ხედავენ და ხშირად არც აქვთ სურვილი დანახვისა”.
* * *
„ისტორია იმ ლამაზ ქალს ჰგავს, რომელიც წვრილ-წვრილი თავგადასავლებით იკლავს არშიყობის ჟინს, ხოლო უძვირფასესს ღირსეულთათვის ინახავს…”
* * *
„თუ რამის თქმა გინდა, ჯერ უნდა იცოდე, გიგდებენ თუ არა ყურს და მერე ილაპარაკო”. – (ავტორი გენია.ჯი)