ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…

„კაცია რჯულად გასაწყვეტი, ქალი დაანახვე და მუნჯი ოქროპირად გადაიქცევა”. – ოტია იოსელიანი (ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თქვენობით ლაპარაკი როგორღაც აგანგანებს ადამიანებს”. – გივი კარბელაშვილი (გაფანტული სიცოცხლე)

* * *

„ჭკვიანი კაცი პრაქტიკულია, იოლად ეგუება არსებულ სიტუაციას და ცხოვრების მდინარებას მიჰყვება. გინახავთ ზღვის ტალღებზე შემომჯდარი კარგი მოცურავე? ჭკვიანი კაცი ეგრეა”. – აკაკი მუხურაძე (გამჭირვალე ნიღბები)

* * *

„ – ამხანაგობაში უფროს-უმცროსი არ გამიგია მე!” – აკაკი მუხურაძე (გამჭირვალე ნიღბები)

* * *

„აზროვნება ძალიან ძნელია, გააფთრებული ბრძოლაა საჭირო, რომ გონიერი გახდე”. – დევიდ უეისი (შიშველი მოველ ამქვეყნად…) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჰო, ეგრე ყოფილა, რაც რამ სათნოება შვილისათვის დაუკლია ადამიანს, ყველას ერთად მიუზღავს ხოლმე შვილიშვილს”. – გივი კარბელაშვილი (ბებია)

* * *

„საკუთარი ჯიბისთვის ბრძოლას არავითარი კანონი არ ამართლებს”. – აკაკი მუხურაძე (გამჭირვალე ნიღბები)

* * *

„სოფლის სიკეთე სიტყვით ვერ ითქმის, თვალით უნდა ნახვა, თვალითა… და გულითაც! თორემ თვალმა ზოგჯერ დაბრმავება იცის, ბინდის გადაკვრა”. – გივი კარბელაშვილი (ფიქრი შინმოუსვლელის დედისა)

* * *

„ – ჩემი მაწყენინებელი ჯერ არ დაბადებულა დედამიწის ზურგზე! – გაიჭიფხა გვადი, – ერთ ყბაში რომ მრეკო, მეორეს მოგიშვერ, ქრისტეს სახარებაში როა, სწორეთ ისე. შენ კი, ჩემო ბოცო, თავს მიხედე, რატომ იმწარებ სიცოცხლეს ქვეყანაზე ფიქრით, ჩემო ბიძია? ადექი და შენც ისე იყავი, როგორც ყველა ძაღლი და მამაძაღლია, ამ ქვეყანას შენ გაასწორებ? ყური მიგდე: მე რომ მშიერი კარგად დაბრაწულ ბასტურმას მივადგები, ყველაფერი მავიწყდება, ვინ რა მითხრა, ვინ რა მაწყენია, ვის არ მოვეწონე, ვინ არ მომეწონა. ჩემთვის იმ მომენტში აღარაფერი არ არსებობს. მე ის მახსოვს მხოლოდ, რომ ბასტურმას გეახლებით და ეს ყველაფერს ნიშნავს. ესაა მთელი ცხოვრების აზრი. დანარჩენი, ჩემო ბოცო, ცვედანებისა და მათხოვრების მოგონილია”. – აკაკი მუხურაძე (გამჭირვალე ნიღბები)

* * *

„საუბედუროდ, ჩვენ გვგონია ვიცხოვრეთ ისე, როგორც უნდა გვეცხოვრა”. – ოტია იოსელიანი (ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>