ამონარიდები ოტია იოსელიანის ავტობიოგრაფიული ნოველებიდან…
„თუ კეფის შიგნით ჭკუაა, უკანაც ხედავს, გვერდებზეც და წინ ხომ ხედავს და ხედავს. და იმასაც ხედავს, რასაც თვალი ვერ სწვდება…” – (ჩემი ქართულის მასწავლებელი) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფონი გასავალს დალოცეთ”. – (ფეხბურთი)
* * *
„რამდენი რამ გვეგონა ბავშვობაში გასაკვირი და მომხიბვლელი, მაგრამ მერე სხვა უკეთესი რომ გვინახავს, ის კი არ დაგვიწყნია, მაგრამ უკეთესი უკეთესად მიგვიჩნევია. ის როდი გვითქვამს, რაკი ის პირველი იყო, ამიტომ ქვეყნის უკეთესიც – იყოო”. – (ჩემი თეატრი)
* * *
„მხოლოდ დაჩოქილ ლოცვას ისმენენ ღმერთები”. – (გზის საუფლო ქალაქი)
* * *
„სოფლად, ეზოში რომ ვინმეს დაინახავ, ვერ ჰკითხავ, ვინ გნებავთ, ან ვინ ბრძანდებითო. თუ კარზე მოგადგა, „ვინც ნებავდა” და სტუმარი რომაა, ხომ ხედავ, მეტი ვიღა უნდა იყოს?” – (გერმანელი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საქართველოში მძიმე იყო მუდამ მეფის გვირგვინი”. – (ჩემი თეატრი)
* * *
„საქმემ ჩათრევა იცის”. – (ნალია წაგვექცა და ძროხა დაიტანა)
* * *
„არის გაუმხელელი სიმართლე, ქვეყნისათვის უხილავი სიმართლე, სიამაყით დათრგუნვილი სიმართლე”. – (ჩემი ქართულის მასწავლებელი)
* * *
„ურძეო ძროხა იგივეა, რაც უსახურავო სახლი”. – (ღმერთის გამოცხადება)
* * *
„იქნებ იქითა ნაპირზე, იქით, შორს, სადღაც, უცნობ ნაპირზე, უცნობ სოფელ-ქვეყანაში მოვითქვა სული, ჩავიბრუნო გული, ვიპოვო ის, სადაც გამესაძლისება, სადაც არ წააჭრიან თავს ნაცარას და მდუღარეში არ ჩაუძახებენ. სადაც, რაც გიყვარს, არ მოგიკლავენ, არ გაგიბრდღვნიან და არ შეგიჭამენ, სადაც… სადაც…” – (მატარებელი და შავი მდინარე) – (ავტორი გენია.ჯი)