ამონარიდები მიხეილ ჯავახიშვილის რომანიდან – „კვაჭი კვაჭანტირაძე”
„სიმართლის სამსახური დონ კიხოტის საქმეა. რა იცოდა უბედურმა, რომ ხალხისათვის სიყალბეც და სიმართლეც თანაბრად საჭირო ყოფილა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამ ქვეყნად ზოგი უნაგირით იბადება, ზოგი კი დეზებით და მათრახით. მე დეზი და მათრახი მირჩევნია, დეე სხვებმა უნაგირი ატარონ. ასე უთქვამს თურმე ვოლტერს”.
* * *
„ – ძამიავ, დეიხსომე: ღმერთს ცხვარი მოსაწველად და საკრეჭად გოუჩენია”.
* * *
„ადამიანმა თუ გულის ჯინი არ ეილაგმა, ადრე თუ გვიან დეიღუპება”.
* * *
„სამართლის ღმერთი თვალაბმულია, მაგრამ ბრმა არ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ურემი რომ გადაბრუნდება, გზაც მაშინ გამოჩნდებაო”. – ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ეს ანდაზა ჩვენს კისერზე გამართლდეს”.
* * *
„ – ღმერთი არამზადას ურმით დასდევს, მაგრამ მაინც დაეწევა ხოლმე”.
* * *
„დუმილი – დამიჯერეთ, – უდიდესი სიბრძნე და ნამდვილი ხელოვნებაა”.
* * *
„კარგად მოჭორილი ამბავი მშრალ ქრონიკას სჯობია”.
* * *
„ღმერთო ძლიერო, რა სისწრაფით იცვლება შენი ქვეყანა, და რა მალე გვავიწყებ გუშინდელ დღეს!” – (ავტორი გენია.ჯი)