ამონარიდები ოტია იოსელიანის მოთხრობიდან – „ჯიხვი და მონადირე”

„ქვეყანა მსუქანი დუმაა, რამდენს ითაღლითებ, იმდენს აათლი, კადრება მითხარი, შენ, თორემ!” - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კაცის ცხოვრება ყოველდღე უფსკრულის პირზე ბორძიკს ჰგავს. საკმარისია, მოვეშვათ, მოვდუნდეთ, ჩაგვთვლიმოს, ან სინამდვილეს თვალი მოვუხუჭოთ, რომ მაშინვე უფსკრულში გაგვაქანებს”.

* * *

„ვაჟკაცის საფერი საქმე არაა სხვისი გაკილვა…”

* * *

„ხორაგით მუცლის ამოვსების მგლური ვნება ცხოველურია და თანდაყოლილი”.

* * *

„ერთეულთა ბედი და უბედობა თვალით ძღომის ნიჭია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყოველი დღე-ღამე ადამიანის კაცობის გამოცდაა დაბადებიდან სიკვდილამდე”.

* * *

„არაფერი ცხოვრობს მუდმივად”.

* * *

„მე კაცი მინახავს, ქათამსა და არწივს ორივეს ფრინველს ეძახდა”.

* * *

„ჩვენ, ადამიანებს, ძალიან გვიჭირს მოძმეთათვის დიდების გამეტება”.

* * *

„ამ ცოდვილ მიწაზე ბოგინი ბრძოლაა. უნდა ვიბრძოლოთ, რომ ვიარსებოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება