ამონარიდები ოტია იოსელიანის მოთხრობიდან – „მდინარე ნამდინარევში”
„ტყუილი ნედლ, აყვავებულ ხეს გაახმობს, აშენებულს დაანგრევს… წმიდათაწმიდას წაბილწავს… კაცს კაცის ნდობას დაუკარგავს, მომავალს გაგვირყვნის…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ახლობელი რომ ჭკუას დაკარგავს, შენი საპატრონოა”.
* * *
„სადაც სიცრუე, ქურდობა, ქრთამი და წამგლეჯობა თავზარდამცემი არაა და ავაზაკი თავს იწონებს, იქ დღევანდელობაც დაღუპულია და ხვალინდელზე რა ლაპარაკი შეიძლება”.
* * *
„სოფელმა, თავის შვილი რაცაა, აკვნიდან იცის”.
* * *
„უმჯობესია, აშრომო და არაფერს დაჰპირდე, ვინემ დაჰპირდე და არ მისცე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტყუილი, ეს ბოროტებისა და ავკაცობის სათავე, ჩვენში, საუბედუროდ, დიდ ცოდვად აღარ ითვლება”.
* * *
„ადამიანს უყვარს ბუნება და დღეა თუ ღამე, მაინც ხესთან ურჩევნია. ამ ხის, მდინარის, კლდის, ქვესკნელისა და ზესკნელის, დათვისა და დევის სიყვარულია, რომ გეხმარება და გაკეთებინებს”.
* * *
„მოგვდგამს ჩვენ საქმის მიფუჩეჩება”.
* * *
„არაფერს ვცვლით და არაფერი გამოდის”.
* * *
„წამოცდენილი სიმართლე კი არა, სიცრუე არ ეპატიება ადამიანს”. – (ავტორი გენია.ჯი)