ამონარიდები ოტია იოსელიანის ლიტერატურული ქმნილებიდან -„ მუხლზე დაწერილი ბარათები”
„ხალხს ცუდი დღეს რომ დაუმალო. ხვალ მაინც ეცოდინება, ავი გულში რომ ჩაიდო და იფიქრო, გუნებაში რა მიდევს, ვინ რა იცისო, ავ ფიქრს ავი საქმე მოჰყვება, და საქმე ავი კი არა, კარგი არ იმალება”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თუ უფლის საქმე ჩვენ განვსაჯეთ, უფალი რაღა უფალი იქნება?!”
* * *
„ბედი, არავინ იცის, ვის დაამხობს და ააღზევებს”.
* * *
„ადამიანის ნიჭი კაცობრიობას ეკუთვნის და არა ვინმე ერთ პიროვნებას, ან ერთ სახელმწიფოს”.
* * *
„ღმერთო ჩემო, რამდენი წინდახედულება გჭირდება ადამიანს ამ ცდუნებით სავსე წუთისოფელში, ისეთი ნაბიჯი არ გადადგა, რომ ერთ დღეს დაკარგო იმის უფლება, რისთვისაც ამქვეყნად მოხვედი. დაკარგავ და… იქნები, იჯახირებ, იწვალებ, იტირებ, ითავცემებ, მაგრამ რად გინდა რა, ადამიანი – კაცი აღარ გქვია და…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – გულში და თავში ადამიანს რა უდევს, მაგას რა ჯანდაბა გაიგებს”.
* * *
„ – კუჭია, ძვირფასო სტუმარო, ადამიანის დაუძინებელი მტერი”.
* * *
„ – მტერი უნდა გიყვარდეს კაცს და გადამთიელი, თორემ დედა ხბოსაც კი უყვარს”.
* * *
„ბრიყვთათვის ქვეყანა ყრუ და ბნელია”.
* * *
„ – ყველაფერი უნდა მოისმინო შვილო, რომ ავისა და კარგის გარჩევა იცოდე”. – (ავტორი გენია.ჯი)