ამონარიდი თეიმურაზ ლანჩავას მოთხრობიდან – „სევდა”
„ – ღიღინი, პატივცემულო გრიგოლ, სიმღერა არაა და მითუმეტეს, ჩაგუდული ღიღინი. იგი შინაგანი სევდის, ან კიდევ, სიხარულის გამოხატულებაა, ამოოხრებას, ამოფრქვევას უფრო ნიშნავს და საერთოდ…
- ამხანაგო კიღუღიძევ! რამდენი კაცი მუშაობს ჩვენს დაწესებულებაში, თუ იცი შენ! ყველამ რომ ერთდროულად წაიღიღინოს, ანუ შენი ენით რომ ვთქვათ, ამოიღიღინ-ამოაფრქვიოს, იქნება ყურთასმენა?!
- ბატონო ჩემო, არაფრით არ შეიძლება, რომ ყველას ერთდროულად მოუნდეს ღიღინი. მე რომ მეღიღინება, შენ არ გეღიღინება მაშინ. ღიღინი ფიქრიდან იბადება, ჯერ გულში გაიფაჩუნებს, აფათქუნდება, მომძლავრდება, ყელს რომ ამოსცდება და ბაგეებს აიყოლიებს, მაშინაა სიმღერა იგი. სიმღერა და გალობა ხუმრობა არ ეგონოს ვინმეს…”