ამონარიდები ლევან გოთუას მოთხრობიდან – „ნისლი ნახატარის ტყეში”
„გულწრფელობა ხშირად ზედმეტს ათქმევინებს ადამიანს!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრება ერთ თარგზე აჭრილი და შეკერილი ფეხსაცმელია: დაბადება, მოკლე ახალგაზრდობა, გრძელი სიბერე და სიკვდილი…”
* * *
„ასეა ცხოვრება მოწყობილი – ზოგი ჭრის, ზოგი იცავს… ზოგი კი ახალს ნერგავს!”
* * *
„შეგნება კიდევ არ ნიშნავს შეძლებას. თუმცა მისი ნახევარი კი მუდამ არის!”
* * *
„ცხოვრების გზაზე მარტო ხეტიალი როდი კმარა, კვლევაც უნდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – იცოდე, კაცი ფეხებიდანაც ცვდება, მაგრამ თავდაპირველად გულის მხრიდან…”
* * *
„მოხუცებულობა დიდი მარტოობის ხანაა!”
* * *
„ – იცოდე, ცხოვრება მუდამ მტყუანია კეთილად მეოცნებესთან! სიმართლეც ოცნებასთან უფრო ახლოა, ვიდრე ცხოვრებასთან…”
* * *
„ისე კი არ უნდა კეთდებოდეს სადღეისო საქმე, რომ მეორე – სახვალიო და საშვილიშვილო ფუჭდებოდეს!”
* * *
„ჩანს, ზომიერება ყოფილა უდიდესი სიბრძნე ადამიანთა…” – (ავტორი გენია.ჯი)