ამონარიდები რამაზ კობიძის მოთხრობებიდან…
„ხალხს რა ღუპავს? ის, რომ თავი ყველას ძალიან ჭკვიანი ჰგონია. ის კი არ იციან, რომ როცა ღმერთმა ხალხი გააჩინა, ჭკუა – ნამდვილი ჭკუა, – ათასში, ათი ათასში ერთს ჩაუდო”. – (მიბრიდინე!) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგჯერ ადამიანი სხვის ნაამბობს ისე ჰყვება, თითქოს თვითონ მონაწილეობა მიეღოს”. – (შეურაცხყოფილი)
* * *
„ვინაც შენი კარგი არ დაიხსომა, იმას ნუღარც შენ მიჰხედავ. იმდენი განა ვისა აქვს, რომ სულ სხვას აძლიოს და აძლიოს?” – (უიღბლო საღამო)
* * *
„დროის ყადრი კაცმა ახალგაზრდობიდანვე უნდა ისწავლო”. – (ბიძინა)
* * *
„ყველა საქმეში ერთნაირ შნოს ვერ გამოიჩენ”. – (მიბრიდინე!) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წუთისოფელი, შვილო, ავი და კარგია. ავსა ავი უნდა მიეზღოს, კარგსა და კეთილსა კი – კარგი და კეთილი. თუ ეს წესი არ დავიცავით, ეს ქვეყანა სულ აირევ-დაირევა”. – (უიღბლო საღამო)
* * *
„იცოდეთ, მტერზე უფრო ადვილი საშოვნელი ამქვეყნად, თურმე, არაფერი ყოფილა. უფრო მეტსაც გეტყვით: მტრის ძებნა არც კია საჭირო. მტერი როგორღაც თავისთავად ჩნდება”. – (ბიძინა)
* * *
„ყოველგვარი საქმის საფუძველი ოჯახია”. – (იუსტინე ამაღლობელის საფიქრალი)
* * *
„დოულეველი და გამოულეველი ამქვეყნად არაფერია”. – (სოკო-წითელი)
* * *
„რამდენი კარგი კაცია, უნივერსიტეტისაკენ არც კი გაუხედია, მაგრამ ალალ ლუკმას ჭამს და ყველანი პატივს სცემენ”. – (ბიძინა) – (ავტორი გენია.ჯი)