ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„რაც არ უნდა მოხდეს ადამიანში, ის მაინც ძალუმად ებღაუჭება სიცოცხლეს, მის შესანარჩუნებლად ათასგვარ გზებსა და ხერხებს ეძებს; სხეულის დათმობა უფრო უჭირს, რადგან სულიერი ცხოვრების გემო და მადლი ვერ შეუგრძვნია”. – გიორგი სიჭინავა (აღათია) - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რას იზამ, ცხოვრება ასე ყოფილა მოწყობილი, ცოცხალი ადამიანი ბედს უნდა შეურიგდეს”. – კარლო ტაბატაძე (თეთრად აფეთქებული საფლავი)
* * *
„ცხოვრება გზა არის. ჰოდა, გზა ხშირად სცვეთავს ადამიანს…” – ლევან გოთუა (ნისლი ნახატარის ტყეში)
* * *
„გულწრფელი სიყვარული დიდი ბედნიერებაა. იგი ადამიანს კიდევ უფრო აადამიანებს”. – კაპიტონ რუხაძე (ნაზიბროლა)
* * *
„ხალხი დაოხრებულია, ნემსიდან მახათს გამოელიან, თვალიდან ბეწვს ამოგაცლიან, შეგჭამენ, ქონიან ნიჩაფზე დაგსვამენ, გაგწირავენ, გაგიმეტებენ, თუ მარჯვედ, ფრთხილად არ იყავი! თუ მაგრად არ დახვდი, თუ არ გაინძერი, მიდექ-მოდექი!” – კარლო ტაბატაძე (თეთრად აფეთქებული საფლავი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მეგობრული გრძნობა ხელმწიფობასა და ძალაუფლებაზე უფრო დიდი და მნიშვნელოვანი რამ არის”. – ჯონ გოლზუორთი (პირველი და უკანასკნელი)
* * *
„ადამიანებისაგან რომ გაირიყო, გაველურდები, ნადირად იქცევი კაცი”. – კაპიტონ რუხაძე (ნაზიბროლა)
* * *
„ჭირთა თმენაა ადამიანის წილ-ხვედრი ამ ქვეყანაზე”. – გიორგი სიჭინავა (აღათია)
* * *
„ – ახლა კარგი გამბედაობა არ აკლია ახალ თაობას… მაგრამ ზოგს ცუდის გამბედაობაც დასჩემდა!” – ლევან გოთუა (ნისლი ნახატარის ტყეში)
* * *
„სახელი თაობიდან თაობაში გადადის და ცოცხლობს. გასაგებია? სახელი მეორე სიცოცხლეა!” – კაპიტონ რუხაძე (ნაზიბროლა) – (ავტორი გენია.ჯი)