ამონარიდები ჯემალ ჯაყელის რომანიდან – „ივერია”
„ – ერთი ქართველი მთლად საქართველოა!..” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – სტუმარი ღვთისაა, ბატონო, ცნობა რა სავალდებულოა… ასეთია ჩვენი წესი და ადათი”.
* * *
„ასეთია ხვედრი ადამიანისა, ხდება, როცა სადედოფლო გვირგვინის მაგივრად რკინის ქუდს იხურავენ, სანეფო გვირგვინის მაგივრად – ჩაჩქანს, აკვნის დარწევის ნაცვლად ქალები ქვრივის თალხს იცვამენ, მამაკაცები აბჯარში ბერდებიან და ზეზეულად კვდებიან… ასე სჭირდება სამშობლოს და, რაც მას ჭირდება, ყველაფერი ეძღვნება კიდეც. სიცოცხლეც? დიახ, სიცოცხლეც!”
* * *
„ეტყობა, ბალღობაში დაშვებული შეცდომა არასოდეს სწორდება. ის მეხსიერებაში მუდამ თვლემს…”
* * *
„ჯერ არ თქმულა ქვეყნად უმეცართა შეგნებული მეგობრობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩემი სიცოცხლე რაღა ბედენაა, ქვეყანას ომში თუ არ გამოვადგები”.
* * *
„ – ძნელია, მიხა პაპავ, ერთ ხელში ორი კვახის დაჭერა, სანამ მის ყუნწებს მოხერხებულად არ მოიგდებ ხელში…
* * *
„ზემო მცხოვრებმა ძმამ მოვარდნილი ნიაღვარი თუ არ გადააგდო, ქვემო მცხოვრები ძმის ვენახი როგორ უნდა გადარჩეს?”
* * *
„კრწანისი…
კრწანისი…
ამდენი ყაყაჩო რა განგებამ ააბიბინა, რა მიწამ ახარა, რა მირონის ნამმა მოალტო…
არის კი სადმე ასეთი საოცარი, ყვავილებით მოჩითული მიწა. ან თუ არის, ჰგავს კი კრწანისს თავისი ბედით, სევდითა და სილამაზით?
აქ მხოლოდ სიყვარულისათვის, ოცნებისათვის, ყაყაჩოებისათვის უნდა მოდიოდეს ძე-ხორციელი. ასეთ მიწაზე ომი უფრო დიდი უბედურებაა, ვიდრე ადამიანის მიერ ქვეყნად ყველა ხატის შებილწვა, ყველა ტაძრის აღგვა პირისაგან მიწისა, ყველა სანთლის გაშავება და ეშმაკზე შეწირვა, ყველა მშვენიერი ქალის დამახინჯება, ყველა დედის შეურაცხყოფა!”
* * *
„გაქცეულზე დადევნება იგივეა, რაც წაქცეულზე ხმლის ამოღება. ეს კი ვერაფერი ვაჟკაცობაა!” – (ავტორი გენია.ჯი)