ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”

„თუ რამის თქმა გინდა, ჯერ უნდა იცოდე, გიგდებენ თუ არა ყურს და მერე ილაპარაკო”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სიბრძნე დიდი განცდებისა და ჭირ-ვარამის ნახვის შემდეგ მოდის”.

* * *

„მთავარი ის კი არ არი, რაში ცხოვრობ, მთავარი ის არი, შიგ ვინ ცხოვრობს”.

* * *

„ – გიჟი თავის ნებაა”.

* * *

„ – შრომა სუყველგან მძიმეა, თუ კარგად იმუშავებ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რაც მე მეკუთვნის, იმას გინდა აღმა ვუზამ თავსა და გინდა დაღმა”.

* * *

„არ შეიძლება ფარის სიავკარგე კოჭლი ცხვრით განისაზღვროს”.

* * *

„ზოგი კაცი შემპარავ ძაღლზე უარეისა. არ იცი, როდის გიკბენს”.

* * *

„თუ შარი გინდა, საშაროც გამოიძებნება”.

* * *

„ცხენს ოთხი ფეხი აქვს, მაგრამ ხანდახან ისიც წაიფორხილებს ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება