ამონარიდები ბოლესლავ პრუსის რომანიდან – „თოჯინა”
„საშინელებაა – მოწიფულობის ასაკს მიაღწიო და იმ ნაკვალევსაც ვერ მიაგნო, რომლითაც გინდოდა გევლო!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე ვმეცადინეობ ზოოლოგიაში და ადამიანთა ინდივიდუმების სპეციალურ შესწავლას მივდევ. ერთ-ერთ ამ ჯამში, წვრილფეხასა და წყვილხელიანში, ათობით სხვადასხვა ცხოველი აღმოვაჩინე – ხამანწკითა და ჭიაყელათი დაწყებული, ბუსა და ვეფხვით დამთავრებული. მეტსაც გეტყვით: მე ამ სახეების ისეთი შენაჯვარი აღმოვაჩინე – ფრთოსანი ვეფხვები, ძაღლთავა გველები და კუსჯავშნიანი შავარდნები – რომ გენიალური პოეტების ფანტაზიაც ვერ მისწვდებოდა. და ამ პირუტყვებისა და ურჩხულების ხროვაში მე მხოლოდ იშვიათად ვხვდები ნამდვილ ადამიანს”.
* * *
„ზოგჯერ ერთი სიტყვა სცვლის არა მხოლოდ გეგმებს, არამედ ადამიანებსაც… ხანდახან საუბარს რა მოჰყვება, ამაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია…”
* * *
„ვხედავ, რომ ფულს შეუძლია გააფუჭოს… საუკეთესო დამოკიდებულებაც კი…”
* * *
„არის ისეთი სამსახური, რომელიც ჩქარა არ ეძლევა დავიწყებას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინ იცის, იქნებ სიკვდილი არც ისე საშინელია, როგორც ხალხს წარმოუდგენია”.
* * *
„ – ჩვენთან, ბატონო, ესე იგი ებრაელებთან, როდესაც ახალგაზრდები იკრიბებიან, როგორც თქვენშია მიღებული, ცეკვით, ქათინაურებით, ჩაცმა-დახურვით და სხვა წვრილმანებით კი არ იქცევენ თავს, არამედ ანგარიშში ვარჯიშობენ ან მეცნიერულ წიგნებს ათვალიერებენ. ერთმანეთს სცდიან. ანდა შარადებს, რებუსებს, ჭადრაკის ამოცანებს წყვეტენ. ჩვენი ტვინი მუდამ დაკავებულია, და ამიტომაც ებრაელები გონიერი ხალხია. თქვენ ნუ გეწყინებათ, თუ ვიტყვი, რომ ისინი მთელ მსოფლიოს დაიპყრობენ. თქვენ ყველაფერს აღგზნებული აკეთებთ, ჩვენ კი გონებითა და მოთმინებით”.
* * *
„უნდობლობა საპატიო ღირსებაა”.
* * *
„ერთდაერთი რეალობა, რომელიც არ მოგატყუებს და არ ცრუობს, სიკვდილია…”
* * *
„გახსოვდეთ, რომ ქალები მხოლოდ იმათ ემორჩილებიან, ვისაც ისინი მაგრად ჰყავთ მოთოკილი, ამავე დროს მათ ჭირვეულობასაც იტანენ”. – (ავტორი გენია.ჯი)