ამონარიდები ლევან გოთუას თხზულებიდან – „ლეკვი ლომისა”

„დაგვიანებული ახალგაზრდა დაგვიანებულ მოხუცზე უფრო დაგვიანებულია!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თქვენ თუ იტყვით, რომ ერთხელ და სამუდამოდ იპოვეთ ყველაფერი, მაშინ თქვენ არამცთუ გიპოვიათ, რაღაც არსებითი დაგიკარგავთ კიდევაც!”

* * *

„ – ცხოვრებაც უთავბოლო წიგნივით არის – მთავარი ის კი აღარ არის, რაც უკვე წაკითხულია და ახალგაზრდა ქოჩორზე თუ ჭაღარა ულვაშზე დახვეული, არამედ ის, რაც ჯერ კიდევ წასაკითხავია!”

* * *

„არაფერი ისე არ ვნებს ახალგაზრდა ნიჭს, როგორც პირველი, ნაადრევი და ხშირად ჯერ კიდევ დაუმსახურებელი წარმატება!”

* * *

„დასაცავის დაცვა ისევე აუცილებელია, როგორც დასაგმობის დაგმობა!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თურმე ახალგაზრდამ რამდენ კარსა და კედელს უნდა ახალოს თავი, რომ თავისი ალაყაფი ნახოს, მიაგნოს!”

* * *

„მსგავსებით უსულოთაგან, თურმე, ტყე ყველაზე უფრო ახლოს დგას ხალხთან!”

* * *

„მხოლოდ დაბადების აქტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ქვეყნად ადამიანად გაჩენის ფაქტს!”

* * *

„უნდობლობა უსიყვარულობასაც ნიშნავს”.

* * *

„რაც უნდა იყოს, ადამიანობა ინსტიქტებთან ბრძოლით იწყება!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>