ამონარიდები რამაზ კობიძის მოთხრობებიდან…

„ჭიტლაყის ამორტყმით პენსიაზე კი არა, გუბერნატორად რომ გაგაგდონ, ის გეწყინება კაცს”. – (მკვლელობა) – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამიანში მთავარი შეგნებაა! შეგნება! უნდა გესმოდეს, კაცო!” – (მკვლელობა)

* * *

„დრო, სამწუხაროდ, ადამიანებს არ გვემორჩილება”. – (მარია ანტუანეტა)

* * *

„ – ე ქალები სულაც იმისთვინა ხართ გაჩენილნი, რომ ყველა ოხერი შეიცოდოთ!” – (მკვლელობა)

* * *

„ხდება ხოლმე: ადამიანს შორიდან დავინახავთ, მის სახეს ვერც კი გავარჩევთ და ასაკიც კი არ ვიცით, მაგრამ გავა ხანი და იმ ადამიანს ვიცნობთ – სხეულის რაღაც თავისებური, განუმეორებელი სილუეტით, მიმოხვრით, რაღაც ისეთით, რასაც სახელი არც კი გააჩნია”. – (ქალბატონი ელენე)

* * *

„ – სულ უცოდველი განა ვინ არის, რომ მე ვიყო?” – (მკვლელობა)

* * *

„ადამიანს რომ ჯიბეში იარაღი უდევს, ან მხარზე ჰკიდია, ისა, ის ოხერი – იარაღზე ვამბობ, როგორღაც გიღიტინებს, გაწუხებს, მოსვენებას არ გაძლევს, აბა, რისთვის გინდივარ, თუ არ გამომიყენებ, თუ ვაჟკაცობას არ გამოიჩენ და ვინმეს ტყვიას არ დაახლიო. მაშ!..” – (მკვლელობა)

* * *

„ – თქვენ, ქალებს, ადამიანი ვერაფერს გაგიგებთ”. – (უსიუჟეტო მოთხრობა)

* * *

„ვაჟკაცს ამქვეყნად ბევრი ისეთი რამ ევალება, რასაც ვერცერთ დაწერილ კანონში ვერ ამოიკითხავთ”. – (აგარაკზე) – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება