ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”

„ – ყოველთვის გახსოვდეს ერთი სიბრძნე: ეშვები დამალე, სანამ დაუძვრიათ. ეცადე, ყველას თეთრი კბილი უჩვენო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„შეიძლება მშვიდობისათვის ისე გაჟუჟონ ერთმანეთი, ქვა-ქვაზე აღარ დატოვონ”.

* * *

„ – ცხოვრება სცენაა, ჩვენ – მსახიობები. რასაც მე ვთამაშობ, შენ იმ როლისთვის არ გამოდგები”.

* * *

„ერთ ჭკვიან კაცს უთქვამს: ან უნდა არწივი იყო, მაღლა კლდეზე რომ აფრინდე, და ან გველი, რომ ახოხდეო. ვისაც ფრთები არა აქვს, იმან უნდა იხოხოს”.

* * *

„ერთი რამ არის გასაოცარი: ხალხი რატომ სხვის მაგალითზე არა სწავლობს?” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ადამის ჟამიდან ეგრე მოდის: ზოგი მონადირედ იბადება და ზოგი ნადირად”.

* * *

„უნდა აკეთო ის, რაც სანანებელი არ გაგიხდება”.

* * *

„განა მზე ვინმემ დაიწუნა, რაკი ღამურებს ეჯავრებათ?”

* * *

„თანამდებობა თავხედობას არ ამართლებს”.

* * *

„უბრძოლველად მშვიდობა არ იქნება, ხოლო უიდეოდ – ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება