ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები”
„ქალი იყო და არის კაცის ყველა შთაგონების სათავე, საწყისი და ბედნიერება თუ უბედურებაც. უქალოდ სიცოცხლე ვერა იქმს გაგრძელებას და გალაღებას. კაცი, რომელიც ქალით არ შთაიგონების, ვერა დიდ საქმეს ვერა იქმს ვეროდეს – ეს კანონია საუკუნო და სამარადჟამო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა გონიერმა კაცმა მტრის ენა უნდა იცოდეს”.
* * *
„ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და მას უნდა დასჯერდეს. ადგილიდან ადგილზე გადასკუპება მაშინ ხდება, როცა ცხოვრება ეირევა”.
* * *
„რაც უფრო მეტი მძიმე და შავი დღე აქვს ადამიანს ნანახი, მით უფრო მაღალი სულისა და გონების კაცი დადგება ხოლმე”.
* * *
„ – პირშაობა ჩვენს დროში ადვილად აეკვრის კაცს, თუ ის კაცი მკვდარი არ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ტირილი ქალის საქმეა, დათავ, უტირალი ქალი კაპასია და უგულო. კარგი, გულიანი ტირილი ყველა დედაკაცს ბალღად აქცევს და სწმინდამს”.
* * *
„ყოველი დიდი, თვით მტერობა და სიძულვილი, მცირეთი იწყება მუდამ”.
* * *
„სანამ ცოცხალი ვარ და ვძალობ, დაუბერტყავი კაკალივით ვფასობ კაცურად, ყველა ეცდება ის კაკალი, სიცოცხლის ძალა, დამაყრევინოს – მესროლოს კეტი, ქვა და ღორღი, რამეთუ გამორჩეს რასმე. როს გადავალ, კაკალივით დავიბერტყები, არვინ შემნიშნავს, არას დამიდევს, არცა ქვას მესვრის, არცა კეტს, გვერდით ჩამივლის და ვერ დამინახავს, თუ შემამჩნევს, მოწყალე თვალით შემომხედავს – კაკალი რამ ხომ არ შერჩაო კიდევ. თორემ მე თავად არად ჩამაგდებს უნაყოფოსა და უძალოს. ეს არის ცხოვრება, ქვათა სროლა, კეტთა სროლა საჩინოსი, უჩინრისა კი მივიწყება, მიფუჩეჩება”.
* * *
„გარეთ მორბენალი კაცი შინ ყოველთვინ მოთელილი დაბრუნდება…”
* * *
„გააზრებული ორგულობა არს, კაცს რომ გააღორებს!” – (ავტორი გენია.ჯი)