ამონარიდები ჰანს ფალადას რომანიდან – „აწ რაღასა იქმ, პატარა კაცო?!.”
„ასეთია კაცის ბუნება. ჭკუას ვერასოდეს ვერ სწავლობს და კვლავ იმეორებს სისულელეებს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაფერი, რამაც შესაძლოა სიხარული მიანიჭოს ადამიანს, ფული ღირს”.
* * *
„სიღარიბე მარტო უბედურება არ არის, სიღარიბე დანაშაულია და იგი ისჯება”.
* * *
„ – ო, რანი არიან ეს ქმრები! პირველად ყველაფერი საუკეთესო, ლამაზი უნდათ ცოლებისათვის, მერე უკვე ყველაფერი სულ ერთია მათთვის”.
* * *
„ – ამ ჩვენს უკუღმართ დროში თუ ადამიანი მოახერხებს და ცოტაოდენ ხორცს შეისხამს, უნდა უხაროდეს…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეჰ, რას იზამ, კაცები მხოლოდ თავის სიამოვნებას დაეძებენ”.
* * *
„არსებობენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან, სად და როგორ დახარჯონ ფული…”
* * *
„ისინი, ვისაც ყიდვა შეუძლიათ, სიხარულისაგან არა ტირიან”.
* * *
„სამარცხვინო არაფერია იმაში, რომ კაცმა კაცს რამე სთხოვოს”.
* * *
„ – ო, ღმერთო! თუ რამ კარგი არის ცხოვრებაში, იმას კინოშიაც არ გაჩვენებენ კაცს”. – (ავტორი გენია.ჯი)