ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობიდან – „რაინდი”
„მჯერა, რომ მხოლოდ სამკვდრო-სასიცოცხლო გასაჭირში მიხვდება კაცი, რის ჩადენა შეუძლია და რის არა. იგი შ ე ი ც ნ ო ბ ს თავის თავს – ეგ არის და ეგ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა ადამიანი თავის გულის საწადელს აისრულებს, დაუდევარი და თვითკმაყოფილი ხდება”.
* * *
„ამ წუთისოფელში სისულელისათვის ისჯებიან”.
* * *
„ყველაზე ძნელი ცხოვრებაში ის გახლავთ, როცა ხედავ, საფრთხე გელის და ხელის განძრევის სახსარი კი არ გაგაჩნია”.
* * *
„ადამიანი მხოლოდ თავისი ბედნიერების დაახლოებით ნახევარს და თავისი უბედურების დაახლოებით ნახევარს თუ გაუძლებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – წუთისოფელი, ბატონო ჩემო, რაღაც ირონიული რამ გახლავს!”
* * *
„შეგიძლია სხეულს დაატანო ძალა, მაგრამ აბა, როგორ დაატან ძალას სულს?”
* * *
„ადამიანმა ისე უნდა გაირიგოს საქმე, არავინ შეაწუხოს”.
* * *
„ამ წუთისოფელში, ბატონო ჩემო, ვერსად დავმალავთ სახეს…”
* * *
„მე ყოველთვის იმ რწმენას ვადექი, რომ ვაჟკაცმა არც არაფერი უნდა სთხოვოს ქალს და არც არაფერში ძალა დაატანოს”. – (ავტორი გენია.ჯი)