ამონარიდები ლევან გოთუას მოთხრობიდან – „ნისლი ნახატარის ტყეში”
„ – ცხოვრება სწორი თვალსაზრისია – ზოგი სველს ეძებს და მშრალზე რჩება, ზოგი – მშრალსა და, სველში კი ზის!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბუნებადაკარგულ ადამიანზე თუ მიდგა საქმე, უნიჭო და უსაქმო მოლაყბე ბევრად სჯობია ნიჭიერსა და საქმიან აფთარს!”
* * *
„ტყუილს გრძელი ხელები კი აქვს, მაგრამ ფეხები მაინც მოკლე აბია!”
* * *
„ბევრი მანქანაში თუ თვითმფრინავში მჯდომი, თავისი სულიერი განვითარებით და შეგნებულობით ჯერ კიდევ ქვის ხანაში ცხოვრობს”.
* * *
„მგელ-კაცს უკუღმართ საშუალებათა გამოყენების დიდი უპირატესობა აქვს, იგი ზნეობრივ ქენჯნისაგან თავისუფალია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრებაში ყველაზე ადვილი და სახელდახელო ნუგეში არის – ხუმრობა!”
* * *
„ახლად დანერგილი ზნეობის სათანადო დამკვიდრებას თაობების შეგნებული ბრძოლა სჭირდება!”
* * *
„ – ძველად მტრები ხატს – ნახატრად გვიქცევდნენ, ვაზსა და კაკალს ვერაგობით და შურით გვიკაფავდნენ… ახლა ჩვენ თავად ვკაფავთ ნახატარს – ნატყევრად ვაქცევთ? რაღა გვიჭირს – კარგი დახლი დაგვიდგება!.. შენც შეგარცხვინე და ისიც, ვისაც ეს ამბავი ვერ შეუგნია!”
* * *
„დარდიან გულზე – შრომა უდიდესი ნუგეში არის!”
* * *
„უდიდესი სიბრძნე – მოთმინებაა!” – (ავტორი გენია.ჯი)