ამონარიდები ლევან გოთუას თხზულებიდან – „ლეკვი ლომისა”
„ – იცოდე, ახლაც არიან პირველყოფილი ადამიანები, თუმცა შეიძლება ახალმოდურადაც აცვიათ და შესანიშნავ მანქანებსაც დააქროლებენ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთი საქმის გაკეთებას მაშინ აქვს მადლი და მარილი, თუ მეორეს არ აფუჭებ!”
* * *
„ცხოვრებას ათასი და კიდევ უამრავი მხარე, დარგი და ფარგი აქვს… ალბათ, ყველა საჭიროა!”
* * *
„პოვნა – ვერ პოვნის გულშემსკდარი თამაშია!”
* * *
„ – ახალგაზრდობას უფლება აქვს ზედმეტი დუღილისა! დროს დაკარგვისა! მით უფრო, რომ მთელი ქვეყანა სანთლის ფერია, მთვარის ფერია და განწირულობის დაღი თითქმის ყველაფერს აზის!” – - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიცივე ვერ ითმენს კოპწიაობას!”
* * *
„რასაც შენს თავსა სთხოვ და იტან, ყველას ვერ მოსთხოვ ამას!”
* * *
„ჭეშმარიტად, ახალგაზრდობა არა მარტო უძილო სიზმარია, არამედ ნაბობოქრევი, უსიზმრო ძილიც!”
* * *
„საერთოდ, უიდეო ახალგაზრდა მაინც სჯობს ბუნებრივად იდეაგაკოტრებულ მოხუცს!”
* * *
„ – უწესრიგობის აღმოსაფხვრელად ყველას ყველაფერი გვეხება!” – (ავტორი გენია.ჯი)