ამონარიდები ესა დე კეიროშის რომანიდან – „პადრე ამაროს დანაშაული”
„ერთხელ შემცოდი სხეული ცთუნებას ვეღარ უძლებს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – თუ მართლა ესოდენ დაკნინებულია, დამცირებულია ეკლესია, მით მეტი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ გვებრალებოდეს და გვიყვარდეს იგი”.
* * *
„ყოველი ადამიანი თავისებურად მარტოა”.
* * *
„არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელსაც ღმერთი არ მიუტევებს ქრისტიანს, არ არის ისეთი ტანჯვა, რომელსაც იგი არ შეამსუბუქებს. ოღონდ გულში არ უნდა ჩაიმარხოთ მწუხარება”.
* * *
„ლამარტინივით მეც ვიმეორებ: ქალი ჩრდილივითაა! მისკენ რომ ისწრაფვით, იგი გაგირბით; თქვენ რომ გაურბიხართ, იგი უკან მოგდევთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიბერეს ვინ გაუხარებია, მე რომ გამახაროს?”
* * *
„ჯანმრთელობა დაოთხილი გარბის და ზოზინით გვიბრუნდება”.
* * *
„არაფერი ისე არ შეურაცხყოფს ღმერთს, როგორც გარდმოვლენილ ტანჯვა-გასაჭირზე დრტვინვა”.
* * *
„ქვეყნად ყოველგვარი შესამოსელის ქვეშ ხორციელი სურვილი ბობოქრობს”.
* * *
„ფილოსოფიის სისტემები, იდეები, ამქვეყნიური ზვიადობა, რასები, იმპერიები – ყველაფერი წარმავალია, ყველაფერი თაობათა წამიერი ამოხვნეშაა ამაო ბრძოლაში”. – (ავტორი გენია.ჯი)