ამონარიდები ჯემალ ჯაყელის რომანიდან – „ივერია”
„სამშობლო ჩვენი, სრულიად საქართველო, ისეთი მგრძნობიარე ქვეყანა არის, რომ ერთი ადამიანის შემომატებასაც გრძნობს და დაკლებასაც, ანუ – დაბადებასაც და გარდაცვალებასაც, იგრძნობს იგი ქვეყნის ყველა კუთხეში, იგრძნობს თავისით, ამბის მიუტანლად!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არწივი ძილშიც არწივია და ღვიძილშიც. არწივი ყველგან არწივია – მთაშიც და ბარშიც. მეცხრე ცაშიც და გუმბათზეც”.
* * *
„კარგადაა ნათქვამი. მართლაცდა, წარსულით უმომავლო ცხოვრობს, ხოლო წარსულ დიდებას ტუტუცნი ივიწყებენ…”
* * *
„რა საწადელსაც წინამორბედმა ვერ მიაღწია, უნდა მიაღწიოს მომდევნომ. რაც ვერ ქმნეს მამათა, უნდა ქმნან შვილთა. არის ესე წესი და ვალი!”
* * *
„არის ერთი უდიდესი ღვთაება სულისა ჩვენისა, უმაღლესი და უნეტარესი, ვიდრე ქართული ცა და უკვდავი მზე, გამართლება დროთა და თაობათა ჩვენთა კავშირისა, ღვთისმშობლისა ჩვენისა – ქართველობისა… ეს არის ენა ჩვენი ქართული!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ბჭობა ასუფთავებს აზრის მდინარებას”.
* * *
„ადამიანთა სიხარული იმედის ანბანით იწყება და იმედის ახდენით მთავრდება, მაგრამ საწყისსა და დასასრულს შორის განფენილ დროსა და მანძილზე რწმენასა და ეჭვს ყოველთვის ჰქონდა ურთიერთ მიტევება და ეს არც ახლა არის გასაკვირი. რწმენა იმად არის რწმენა, რომ იმედის აღსრულებამდე თვალებს სინათლე შეჰმატოს და სული გაანათლოს, გონებას გზა გაუხსნას და ძალმოსილებით აავსოს ძეი ადამისა”.
* * *
„ – კაცები, შვილოსა, მხვნელ-მთესველებიც არიან და მეომრებიც, მეხრეებიცა და სარდლებიც, მოქეიფეებიცა და ქვის მთლელებიც… ციხე-ქალაქები და ტაძრები, გინა სვეტიცხოველი, ქართველმა კაცმა ააშენა. არსაკიძემა… მამაკაცი ღერძია და იგი ცხოვრების ბორბალს აბრუნებს… ქალს კი თავის სინაზესთან შერწმული ვაჟკაცობისათვის დედაკაცსაცა ვეძახით. გამძლეობისა და ჭირთათმენისათვის – დედაბოძსაც; ჭკვიანურ, ნათელ აზრს – დედააზრს ვეძახით, კალთაუხვობისა და ბარაქიანობისათვის მიწას დედამიწას!”
* * *
„ერის წარსული დიდების მიჩქმალვა და დავიწყება ისევე მომაკვდინებელია, როგორც ოდენ იმავე წარსულით ცხოვრება”.
* * *
„ძნელია კარგი სამშობლოს შვილობა. მით უფრო ძნელია მისი მოვლა-პატრონობა”. – (ავტორი გენია.ჯი)