ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„ძალა-უფლება დიდი საცდური რამ არი. თუ ძალა-უფლება გაქვს, ყველაფერი ხარ. იტყვი: ეს ნეზვი კი არა, ფაშატიაო და მაშინვე ზოგი ნალ-ყაირს მოარბენინებს, ზოგი ლაგამ-უნაგირს და ზოგიც ჯაგარზე დაუსვამს ხელს: „აუ, რა ფაფარი აქვსო”. – აი, ეგეთია ძალა-უფლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მაინც რა ეგოისტი და ულმობელია კაცი. ოღონდაც თავის სასარგებლოდ წარმართოს ყველაფერი და აღარაფერს დაგიდევს, – ბევრ უსამართლობას სამართლიანად მონათლავს”.
* * *
„ – ჩემგან ეს დაიხსომე: ადამიანი მარტოა და მის ირგვლივ მხოლოდ ადამიანია. შენ როგორ ფიქრობ, იმ მოცურავეს, რომელიც იხრჩობოდა, ნაპირზე რომ კაცი დაენახა, ვის სთხოვდა შველას?”
* * *
„ – ღმერთი მე ეგრე წარმომიდგენია: ზის სადღაც მთის წვერზე კეთილი, გულუბრყვილო ბერიკაცი, რომელსაც ჰგონია, რომ ანგელოზებს ყველაფერი სწორად მოაქვთ ჩემს ყურამდეო. ქვევით კი ჭიანჭველების ქალაქი ფუსფუსებს თავისი გავარვარებული ვნებით, გულისამრევი სიბლანტით, დაუოკებელი სიშმაგით, ლეთარგიული სიმშვიდით, აუტანელი სიმდიდრით, მიუტევებელი სიღარიბითა და მისატევებელი სიხარბით. ღვთის სადიდებლად გუნდრუკი თავის დროზე იკმევა. მსხვერპლი თავისი ფეხით მიდის სამსხვერპლოზე და შესაწირავს იწირავენ ტაძრები. მსუყე სუნი სასიამოვნოდ ეღიტინება მთის წვერზე მჯდარი ბერიკაცის ნესტოებს, ენას მადიანად აწკლაპუნებს და საკმევლის მოლიცლიცე ბურუსში თავისი ნამოქმედარით კმაყოფილ თვალს ყველა ფერი ცისფრად ეჩვენება”.
* * *
„დათვს როცა ქონი შემოაკლდება, სიფიცხე ემატება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ილია ამბობს ერთგან: კახელ კაცს რომ მამული უხსენო, ის თავის ნეხვდაყრილ ვენახს გიჩვენებსო”.
* * *
„ – თუ მასპინძელი არ ხარობს, სტუმარსაც მოეწყინება”.
* * *
„ – ყოჩები, როცა ჭიდაობენ, ხშირად უკან-უკან დაიხევენ ხოლმე, რათა შორიდან გამოქანების შემდეგ დარტყმას მეტი ძალა ჰქონდეს”.
* * *
„ახალგაზრდობაში ნაშოვნი, სიბერეში ტკბილი საწუწნია”.
* * *
„ბევრს შეუძლია იცრუოს, და ისე იცრუოს, რომ მართალთან გასჭრას”. – (ავტორი გენია.ჯი)