ამონარიდები ლევან გოთუას თხზულებიდან – „ლეკვი ლომისა”
„ადრე დამწიფებული არასოდეს ყოფილა ბოლომდე დამწიფებული!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩანს, ადამიანს ხანდახან მარტოობა თავის სამყაროშიაც უჭირს!”
* * *
„ცოტა-ცოტა უცნაურობა ყველასა გვჭირს”.
* * *
„სულ უსაფუძვლო ოცნება – ქვაზე მაგარი ყოფილა ბალიშად!”
* * *
„მე შევიგნე, რამდენი ადამიანია, იმდენი სამყაროა, მაგრამ უსამყარო ადამიანებიც რომ არსებობენ?! და ისინი ისე ცხოვრობენ, როგორც სხვისი სარკის ჩრდილები და ანარეკლები! და რამდენმა ისე გაათავა თავისი ცხოვრება, სულ გაუმჟღავნებელი დარჩა?”
* * *
„კარგი კიდევ არ ნიშნავს ღირსეულს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენი ახალგაზრდობის ერთი ნაწილი იმ შემღვრეულ ღელეს ემსგავსება, რომელმაც აღმოსავლური სათავიდან მხოლოდ მუქთახორული სმა-ჭამა მოიწონა და მიიღო, ხოლო დასავლურ შესართავიდან ახალმოდური, გადაპრანჭული ჩაცმულობა და ცხვირაწეული უსაქმურობა!”
* * *
„სხვადასხვა თაობის ბავშვები უფრო ჰგვანან ერთმანეთს, ვიდრე სხვადასხვა თაობის უკვე წამოზრდილი სახიფათო ასაკის ხალხი!”
* * *
„მართლაცდა, ადამიანის გული და წარმოსახვა უღრანი ტყე ყოფილა და კიდევ, ვინ იცის, შიგ ვინ, ან რა ბინადრობს?!”
* * *
„იცოდეთ, მეგობრებო, არსებობს ისეთი აზრი, რომელსაც არა ერთხელ, არა ერთგან და არაერთგვარად სჭირდება „აღმოჩენა!”
* * *
„რა ფასი აქვს იმ ნიჭს, რომელიც კვერცხდაუდებლად კრუხობს?!” – (ავტორი გენია.ჯი)