ამონარიდები გივი კარბელაშვილის რომანიდან – „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები”
„ღმერთს რომ კაცი თვალს აუხვევს, ვიღას ეტყვის სიმართლეს?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ დიახაც, ეგრეა, დამნდობი და შემწყნარებელი პატრონად როდი ვარგა. თუკი პატრონს ყმის ტანჯვისას ანდა სულაც საგულო საქმის დანახვისა თუ გაგებისას თვალზე ცრემლი მოუვა, გული დაებოღმება, სული აუდუღდება, იგი ბრძნულ საქმეს ვერასოდეს ვერა იქმს. ბრძნული საქმე მსხვერპლს მოითხოვს ან სისხლით, ან სულით. უმსხვერპლოდ დიდი საქმე არ ეგების”.
* * *
„ეგრეა კაცი – სხვისი ნაკლი თუ უცხოა მისთვის, გული უხარის არა შურით, არამედ თავისი სიკეთით”.
* * *
„ცოდვის ჩაუდენლობა ყოველთვის როდია უცოდველობა!”
* * *
„ – ჰაი, დედასა! რა ადვილია მეფის გაკიცხვა და რა ძნელია დანგრეული, დაცემული, წაბილწული ქვეყნის ფეხზე წამოყენება! ქურდობა, მოთავისობა, ძალადობა, წართმევა, ენატანიობა, ღალატი, ლაჩრობა, ორპირობა, ფლიდობა, უმეცრება – რომელი ერთი დაიჩივლოს კაცმა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნამდვილი სიყვარული ალაზანივით მდორეა და აუჩქარებელი, თანაც მორიდებული და მოკრძალებული”.
* * *
„განმსჯელი გუნებაგაქცეულ დედაკაცსა ჰგავს, როგორადაც ინებებს, ისე დაატრიალებს ენასა, თუ მარჯვენას”.
* * *
„ღარიბი და ხელმოცარული არცა კაცს უყვარს, არცა ქალსა, ნათესავი ხომ ტვირთია მძიმედ საზიდი”.
* * *
„ – ჩვენ, ქვეყნად ძალისა და უფლების პატრონთ, ძალიან გვიყვარს ამბის გაგება, მაგრამ გვძულს და კაცად არ ვაგდებთ ამბის მომტანს…”
* * *
„ყოვლის მცოდნე თავი ერთი უნდა იყოს ყველა სასახლეში”. – (ავტორი გენია.ჯი)