ამონარიდი გივი კარბელაშვილის რომანიდან – „მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები”
„ერთადერთი არსება იყო, რომელსაც სამივე უნდილაძის თავები ერთად შეეგროვებინა, შუაში ჩამჯდარიყო ფერხმორთხმული და მინავლებული თითებით სათუთად დასთათანებდა ორის ქოჩორსა და ერთის ნაქოჩრალს, თავშლით წმენდდა და ასუფთავებდა, ბუზებს უგერიებდა და ჩუმად, ძალიან ჩუმად მოთქვამდა.
- დედა და ბებია გენაცვალოთ სამთავეს…
მოხუცმა ქართველმა დედამ დაიტირა მამა-შვილნი… ნაძუძუარი ეწვოდა მწარედ…
ბედი იყო ქართვლის დედისა – შვილთა და მონაგართა დატირება, რამეთუ უბედო იყო ყველა ქართველი და საქართველო მთლიანად, რომელიც უმალ საბრძოლველად უნდა თქმულიყო, ვიდრე საქართველოდ”.