ამონარიდები ჯონ გოლზუორთის მოთხრობებიდან…
„ახლანდელ დროში არ შეიძლება კაცმა არც მწვადი დაწვას და არც შამფური”. – (მტრობა) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როგორი მაღალი და პატიოსანი ცხოვრებითაც არ უნდა ცხოვრობდეს კაცი, ყოველთვის ახლავს მაინც რაღაც ქვეცნობიერი სიხარბე, წადილი, ლტოლვა და წარმომავლობის გრძნობა”. – (ULTIMA THULE)
* * *
„მტკიცე ხასიათის ადამიანებმა წინდაწინ არ იციან, რას ჩაიდენენ ამა თუ იმ მოულოდნელი შემთხვევის დროს, რადგან მტკიცე ხასიათის ხალხის წარმოდგენანი ვერ ახერხებენ უბრალო შემთხვევითობის სათანადო სიცხადით გათვალისწინებას”. – (პირველი და უკანასკნელი)
* * *
„თითოეული ჩვენთაგანი ერთხელ ცხოვრობს ამქვეყნად და მერე სამუდამოდ ქრება. ჰოდა, მე მგონი, ეს ერთადერთი ბედნიერებაა”. – (დამარცხება)
* * *
„ვინც ჩვენს ცნობისმოყვარეობას იწვევს, საერთოდ მათ ყველაზე გვიან გამოველაპარაკებით ხოლმე, რადგან ცნობისმოყვარეობა ერთგვარ მორიდება-მორცხვობასაც აღგვიძრავს”. – (ULTIMA THULE) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველა დევნილი და მდევნელი, მჭამელი და შესაჭმელი ყველანი ერთნაირად საბრალონი ვართ”. – (CAFARD)
* * *
„ყოველი ბოროტის მიღმა თურმე სიკეთეც არსებულა”. – (დამარცხება)
* * *
„ქრისტემ პირი იბრუნა ადამიანებისაგან ამჟამად!” – (CAFARD)
* * *
„მოვალეობას ვერ გაექცევი”. – (ჩაძაღლდა ძაღლი)
* * *
„სანამ კაცი სიკვდილს პირისპირ არ შეეჩეხება, ვერც წარმოიდგენს, რაოდენ კარგია ცხოვრება, მაშინ კი დარწმუნდება, რომ ცხოვრების ნამდვილი ყადრი მანამდე არა სცოდნია”. – (დამარცხება) – (ავტორი გენია.ჯი)