ამონარიდები გივი კარბელაშვილის ლიტერატურული ნაწარმოებებიდან…
„ – სიბერემ იცის გულჩვილობის მომატება, შვილო. ის რაც ბალღობაში, ბოდიში მომიხდია, ადამიანს ფეხებზე ჰკიდია, ჭაბუკობაში მახვილი თვალითა და გულით ადვილად ამჩნევს, ხოლო სიბერეში, შემჩნევასთან ერთად, გულთანაც მიაქვს ყოველი”. – (მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საკუთარი არარაობის შეგრძნება გაჭიანურებულ სიკვდილს უდრის”. – (მამა-შვილი)
* * *
„გარეთ გამარჯვებულად კი არა, საბრძოლველადაც ვერ გახვალ, თუ შინ წესი და რიგი ვერ დაამყარე”. – (მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები)
* * *
„სიკეთე განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველია სიავის ფონზე”. – (მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები)
* * *
„დრონი გარდავლენ, ჟამნი ჩაიწურებიან, თაობები თაობებს შესცვლიან, მრავალი აშენდება თუ დაინგრევა კაცის მარჯვენით, ანაც სიმრუდით, მაგრამ წარსულს, აწმყოსა და მომავალს არცა დანგრევა უწერია, არცა წაშლა და ამოძირკვა”. – (რაღა გამიხარია!)
* * *
„ – დღეს ზოგ-ზოგი წინა დღის პურს არ ჭამს და ნაგავში ყრის. მე ისეთებს ერთი თვით უპუროდ დავტოვებდი, თუ უარესი არა…” – (მამა-შვილი) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყაირათი, თადარიგი, საზრიანობა და ადათ-წესი თავიდანვე თუ არ შთაუნერგე ბავშვს, მერე თვითონაც გაწვალდება და ირგვლივ მყოფთაც გააწამებს”. – (მასწავლებლები)
* * *
„ბრძენი ქვეყნად სწორედ ისა ყოფილა, ვისაც მტერ-მოყვრის გარჩევა ძალუძს და სამტროდ ერთი გული და სული აქვს, სამოყვროდ – მეორე”. – (მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები)
* * *
„აღვირაწყვეტილი ბრბოს შეოკება უსასრულოდ ძნელი არს”. – (მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები)
* * *
„შიში და რიდი მეტი ექნებათ შენი გარეულსა თუ შინაურ მტერს, როცა ყველას ერთად ძალას უჩვენებ”. – (მგზნებარებით ჩაფერფლილი გულები) – (ავტორი გენია.ჯი)