ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„როცა ადამიანებს ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა აქვთ, მაშინ ზოგჯერ ცხრაც კი ათია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ორი ბოროტებიდან, რა საკვირველია, ნაკლებ ბოროტს ვარჩევ…”
* * *
„ვაჟკაცი არც ტყავს გაგაძრობინებს და თუ გააძრეს, არ დაიჩივლებს!”
* * *
„სულელი თავი მუდამ ზარალშია”.
* * *
„იცი, ზოგჯერ არი ეგეთი წუთები, როცა არ გინდა… როცა გვერდით ყველაზე ახლობელი ადამიანის ყოფნაც არ გინდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მთავარია მონდომება. თუ გადაწყვიტე, რომ ქვა გახეთქო, ქვა თავისთავად გვიჩვენებს ნაბზარს, სადაც უნდა დაჰკრა”.
* * *
„იბრძოლე და ვინ იცის, იქნებ სურვილიც აგისრულდეს”.
* * *
„შენ თუ ალმასი ხარ, ნეხვშიც იბრწყინებ…”
* * *
„ – ლეკებს აქვთ ერთი ანდაზა: ვინც უცქერდა და ვერ დაინახა, თავი მუდამ მთელი აბიაო. მაგრამ ვის რა ეშმაკად უნდა ეგეთი თავი? – ეს სახედრის თავია! ეს წუწკი მელას თავია! ეს ქეციანი ძაღლის თავია! და, საერთოდ არც არი თავი: – რაღაც მოუკალავი ქვაბისა, ძირგავარდნილი ტაშტისა და გაბზარული ქონის ნაზავია. და უფრო მეტს გეტყვით: ეს მონის თავია!”
* * *
„დღეს, ეტყობა, ყველა ჭკუის კოლოფია”. – (ავტორი გენია.ჯი)