ამონარიდები ლადო მრელაშვილის რომანიდან – „ყაბახი”
„ჯერ მე კაცი არ მეგულება, რომ შეცდომა არ ჰქონდეს. მაგრამ შეცდომა ერთია, მისი აღიარება მეორე, გამოსწორება კი მესამე. უშეცდომო ახალშობილია მხოლოდ. ზოგჯერ შემდეგ გამორკვეულა, რომ იმ ახალშობილსაც შეცდომა დაუშვია ამქვეყანდ თავისი მოსვლით. კაცი, ნამდვილი კაცი შეცდომების დამშვებიც არი და მიმტევებელიც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – მე ადამიანებს სამ კატეგორიად ვყოფ:
1. ადამიანები, რომლებიც არსებობენ;
2. ადამიანები, რომლებიც ცოცხლობენ;
3. ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ.
პირველნი ჩემში სიბრალულის მეტს არაფერს იწვევენ; მეორეთა წინაშე ქედს ვიდრეკ; ხოლო მესამენი… უბრალოდ – მძულან!”
* * *
„რისხვა ზოგჯერ ბრმაა. აღელვებული გულით განსჯილს კი სიკეთე იშვიათად მოუტანია”.
* * *
„ – ჯერ კიდევ ბალღობიდან მარიგებდა პაპაჩემი: როცა ორი ლაყბობს, ნუ იქნები მესამეო…”
* * *
„შენი რწმენა რომ სხვას ჩაუნერგო, ჯერ შენ თავად უნდა იწამო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მოურიდებლად და განუსჯელად სხვის სულში მხოლოდ უხეში ძალით გაამპარტავნებული უგუნურები აფურთხებენ. და მერე სამუდამოდ იღუპება სუსტნებისყოფიანი კაცის ცხოვრება”.
* * *
„ადამიანის სიცოცხლის აზრი მიზნისკენ სწრაფვაა. მიზანთან მიღწეული სათიბში შეგდებულ ხარს ჰგავს; ნებივრად გაწოლილს, ქონმოდებულს, მაძღარი ცოხნით მუხლბოშსა და თვალგალენჩებულს…”
* * *
„ფრთხილად, ამხანაგო მმართველებო! ერთი გაუფრთხილებელი ნაბიჯი და კაცი შეიძლება სულიან-ხორციანად დაღუპოთ. ყოველთვის გახსოვდეთ: თქვენს სიტყვას კანონის ძალა აქვს და, რომ ხელისუფლებით სიმთვრალე ყველაზე საზიზღარი სენია”.
* * *
„ – შეძლებისდაგვარად ჩვენ ყველანი უკეთესი ცხოვრებისათვის ვიბრძვით!”
* * *
„ – იცოდეთ: ყველა ზოლიანი ვეფხვი არ არი”. – (ავტორი გენია.ჯი)