„სიბრძნის წუთი”
ერთხელ ქალაქის ქუჩებში მოხეტიალე – მოლა ნასრედინს, რომელიც უკიდურეს დარდსა და ნაღველს მოეცვა, გზად მეგობარი შემოხვდა.
„ – რა მოხდა? რატომ ხარ დაღვრემილი? – იკითხა მეგობარმა.
- ნუ მკითხავ, ისეთი სევდა მაწვალებს და ისე ვარ დათრგუნული, რომ შეიძლება, ავტირდე კიდეც…” – უპასუხა ნასრედინმა.
- მაინც რაშია საქმე? ბევრი განსაცდელი გადაგიტანია ცხოვრებაში, მაგრამ ასეთი დარდიანი არასოდეს მინახიხარ, რა მოხდა? – ჩააცივდა მეგობარი.
- ორი კვირის წინათ ბიძა გარდამეცვალა და ასი ათასი რუპია დამიტოვა”. – უპასუხა ნასრედინმა.
- შენ რა, გაგიჟდი? ბიძამ ამდენი ფული რომ დაგიტოვა, უნდა გიხაროდეს! – გაიკვირვა მეგობარმა.
- კი, ეს ასეა, მაგრამ გასულ კვირას მეორე ბიძაც გარდამეცვალა, რომელმაც ორასი ათასი რუპია დამიტოვა. – მიუგო ნასრედინმა გაოგნებულ მეგობარს.
- მაშინ მართლა მთლად შეშლილხარ ჭკუიდან. შენ უბედნიერესი და უმდიდრესი კაცი ყოფილხარ ამ ქალაქში, ცხვირ-პირი კი ჩამოგტირის.
- კი, ეს ყველაფერი კარგად ვიცი, – უთხრა ნასრედინმა, – მაგრამ მე აღარ მყვანან ბიძები და ამან დამამწუხრა”. – (ავტორი გენია.ჯი)