ამონარიდები ნაირა გელაშვილის რომანიდან – „დედის ოთახი”
„ეჰ, რას გაიგებ კაცისას, გაიგებ და მთლად გაგიჟდები”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ყველა ცოლმა უნდა ეცადოს, რომ ქმარს არ ჰქონდეს მეორე ბინა, ნათესავის, მშობლების ან საკუთარი! ასეთი ბინა არის ნახვრეტი ნავში! წასასვლელი და თავშესაფარი თუ ექნა, ვინ შეაჭმევინებს თავს ცოლსა და შვილებს, გაუჭირდება – წავა, გაუჭირდება – წავა, და მერე სულ წავა”.
* * *
„სასაცილოა, აბა, რა არის ჩვენი ცხოვრება… კომიკური ტრაგედია თუ ტრაგიკული კომედია…”
* * *
„თუ ბედი გაქვს… ძალიან არ უნდა გაგსრისოს ცხოვრებამ”.
* * *
„არის შეურაცხყოფა, რომლის ატანაც არ შეიძლება… სჯობს იქვე გადაუხადო სამაგიერო და შენც იქვე მოკვდე, სულერთია, თუ აიტან, კაცად მაინც ვეღარ ივარგებ…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველივე ზღვას ბაძავს, ჰგავს… ადამიანებიც: მიიქცევ-მოიქცევიან, გისხლტებიან”.
* * *
„დღეს მთელი ქვეყანა შენიღბულ, ფარულ ბრძოლაზეა გადასული. აშკარა ბრძოლა ჩამორჩენილ, დრომოჭმულ მეთოდს წარმოადგენს. პროგრესი ყველგან და ყველაფერში!”
* * *
„რა კარგია, რომ ქალის სხეულზე გულმავიწყი არაფერია, ისე ივიწყებს ყოველგვარ ტანჯვას, თითქოს არასდროს განეცადოს. ასე რომ არა, მეორე ან მესამე შვილს ვინ გააჩენდა”.
* * *
„არის ისეთი ბოღმა, თუ ჩაყლაპე, კაცად ვეღარასოდეს ვეღარ ივარგებ”.
* * *
„საზოგადოება, ღვთის წყალობით, ჯერჯერობით მიტოვებულთა მხარეზეა”. – (ავტორი გენია.ჯი)